ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე თურმანიძის ადვოკატს დახმარებას სთავაზობს და წერს, რომ “იმ ნაწილში დაეხმარება, იცნობს თუ არა ელგუჯა თურმანიძე ალექსანდრე ივანიშვილს“.
ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში დოკუმენტებს და ფოტოებს აქვეყნებს, სადაც ასახულია თურმანიძე- ივანიშვილის შეხვედრა და ასევე ის, რომ თურმანიძეს “ოცნებისთვის“ შეწირული აქვს 60 ათასი ლარი.
“ერთ ნაბიჯს არ დაგითმობთ! სანამ თურმანიძე/ივანიშვილის გოიმი ადვოკატი უკეთ მოემზადება და პასუხებს ჩამოაყალიბებს, მე დავეხმარები იმ ნაწილში, იცნობს თუ არა ელგუჯა თურმანიძე ალექსანდრე ივანიშვილს და ოფიციალურად, რაც ცნობილია 180,000 ლარს ვის სწირავს ელგუჯა თურმანიძე და მისი ორი დირექტორი.
აზრი საზოგადოებისთვის მიმინდია. ასევე, საგულისხმოა, შეისწავლონ მისი ორი დირექტორის ფინანსური შესაძლებლობები, რომ ადეკვატური წარმოდგენა გვქონდეს, იყვნენ თუ არა მზად ამ თანხის შესაწირად რუსული რეჟიმისთვის“, – წერს გიორგი ჩიკვაიძე.




კომენტარები