• რეკლამა
  • კონტაქტი
05:23, ხუთშაბათი, 29 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბევრი ფული, ბენზინი და მოწეული სიგარეტი გაიხარჯა პარტიების ლოგოების ფერის შერჩევაში, მაგრამ…” – ლაშა ბუღაძე

ალია ავტორი - ალია
21:30 09-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,591

მწერალი, ლაშა ბუღაძე:

გაზაფხულზე პროტესტის დომინანტი ძალა სამოქალაქო საზოგადოება იყო – უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდები, ახლა კი პრინციპში პოლიტიკური (და არა სამოქალაქო) პროცესია და დომინანტები პარტიები არიან, რომელიც მცდელობის მიუხედავად, დომინანტები ვერ იყვნენ აქციების დროს. ზოგს, – ყველას არა, – აქციეზე სიტყვით გამოსვლაც კი არ შეეძლო არაპოპულარობის გამო, რაც სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა.

ახლა სხვა პრობლემაა.

განცდა მაქვს, რომ პარტიები ამ არჩევნებს უმალ პარტიულ პროცესად უფრო აღიქვამენ, ვიდრე საერთო ეროვნულ ეგზისტენციალურ ბრძოლად. თითქოს თავისთავადია, მაგრამ როგორც ჩანს ეს მთლად კარგად არ არის გააზრებული, რომ მათი ამოცანა ახლა მხოლოდ (!) ის უნდა იყოს, რომ ხმები არ დაიკარგოს და ივანიშვილმა ისეთი დიქტატურა არ დაამყაროს სამომავლოდ, სადაც პოლიტიკური პროცესი ფარსი იქნება და ძალაუფლება კი მისი ოჯახის წევრებს გადაეცემათ, რისი მაგალითები უხვია პოსტსაბჭოთა და არადემოკრატიულ ქვეყნებში.

“ქართულ ოცნებას” ეშინია გაერთიანებების, რადგან გონივრულ გაერთიანებებში მეტი ძალა და პრაგმატულობა ჩანს და ჩვენც, მოქალაქეებს, სწორედ ეს გვინდა: რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და ყველა ოპოზიციურ ანტიივანიშვილურ გაერთიანებებს შეეძლოთ ბარიერის გადალახვა, რაც პირდაპირ ბმულობაშია ივანიშვილის დამარცხებასა და რუსული კანონების გაუქმებასთან.

დიდი ერთიანობა არ გამოვიდა, რაც ცუდია და სულელური ნაბიჯი, მაგრამ ახლა ორი სწორი პოლუსი ხომ მაინც უნდა იყოს, რომელიც ყველას შანსს მისცემდა ამ ამოცანის აღსრულებაში: რად უნდა იმას კამათი, რომ “ლელო” და “გახარია-საქართველოსთვის” უნდა შეერწყას ერთმანეთს (და ეს პრაგმატულია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციური ხმები დაიკარგება) და სხვა ერთგვაროვანი იდენტობების მქონენიც რომ ერთ პლატფორმად იყვნენ სავარაუდოდ, ხომ არც ეს იქნებოდა ლოგიკას მოკლებული?!

ირონიის გარეშე, მესმის რომ ბევრი ფული, ბენზინი და მოწეული სიგარეტი გაიხარჯა პარტიების ლოგოების ფერის შერჩევაში, მაგრამ ფერებზე მნიშვნელოვანი ალბათ საქართველოს ბედია, არა?!

ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული სალომე ზურაბიშვილი ყველასთვის ადეკვატური ფორმით, რადგან მისდამი არსებობს სიმპათია და ის უთუოდ მნიშვნელოვანი როლის მატარებელია.

ვიცი რა, რომ ყველა პარტია “გამოცდილებაზე დაყრდნობითა” თუ ტრადიციული ფანტაზიორობის ჩვევით პარალელურ რეალობაზე, თავიანთი პრემიერ-მინისტრების და სპასპეტების პლასტმასის ფიგურების კონსტრუირებით არიან დაკავებულები (სიგარეტი კვალაც ბევრია მოსაწევი ასეთ გასართობ თემეზე საუბრისას), მაგრამ მათდამი პატივისცემის მიუხედავად, ეს მგონია სრული არაადეკატურობა… ამაზე ჯერ-ჯერობით მეტს აღარ დავწერ.

რა “პრემიერ-მინისტრები” და “სიები” – რუსი დიქტატორი გვაზის თავზე!

ყველას პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, რომ არავინ აკრიტიკოს ოპოზიციიდან (რადგან ღია კრიტიკას მაშინვე თავის სასარგებლოდ იყენებს ივანიშვილის პროპაგანდა), მაგრამ სამწუხაროდ დრო აღარ ითმენს.

გადაჭარბებული მოლოდინი არც პარტიების მიმართ მაქვს და არც მით უმეტეს, ვინმესი სამოქალაქო საზოგადოებიდან – რწმენას მხოლოდ ჩვენი ხალხის უმრავლესობის რაციონალიზმი და ადეკვატურობა მიჩენს, – და სწორედ ამ მოლოდინის გათვალისწინებით, სხვა ჩემნაირ მოქალაქეებთან ერთად მხოლოდ იმას ველი, რომ პარტიებმა ერთმანეთი არ აზიანონ, ეგოების დატოლებას მორჩნენ, დროებით, საარჩევნოდ გაერთიანდნენ რაციონალურად და ჩვენთან ერთად არც ერთი ხმის ქურდობის საშუალება არ მისცენ ივანიშვილის რუსულ ბანდას, რომლის მიზანიც გაცხადებული და ერთადერთია: გააუქმოს აგონიური რუსეთისგან გაღწევისკენ ორიენტირებული საქართველო!

შესაძლოა, ივანიშვილი რომ მოღალატეა, ამის არ სჯეროდეს ოლიგარქის სიაში აღმოჩენილ მძიმე საგნის ამწევ პოპულარულ ადამიანს (ისტორიის აღქმას როგორც ჩანს მხოლოდ მძიმე საგნების აწევა არ ყოფნის, სხვა უნარებიც საჭიროა – თუნდაც მსუბუქად ინტელექტუალური), მაგრამ ეს უნდა ესმოდეს ყველას, ვინც გაცნობიერებულად ერთიანდება ივანიშვილისა და საქართველოს მარგინალიზება-გარუსების წინააღმდეგ!

“დაკარგულ სულებზე” დროს ნუ გავხარჯავთ, ვინც პატრიოტია, მათ მოტივირებაზე და ხმების არგაფანტვაზე ვიფიქროთ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა
ახალი ამბები

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

16:04 05-28-2025
თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

13:53 05-28-2025
“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება
ახალი ამბები

“როდის “მოვკლათ” ბიზნესი?” – თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება

13:37 05-28-2025
დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად
ახალი ამბები

დაგეგმე ბავშვთა საერთაშორისო დღის აქტივობები თიბისი კონცეპტთან ერთად

13:16 05-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved