• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ამ ხალხმა ოპოზიციის გამარჯვებაში მეტი სარგებელი ვერ დაინახა, ყველა ვარიანტში 41-ს შემოხაზავს” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
16:05 09-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,353

პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:

ამ ხელისუფლების მომხრეთა აღქმებსა და მოტივაციებში თუ გინდა გაერკვიო, უნდა იცნობდე ისეთ სპეციფიურ ფენომენს, როგორიცაა homo sovieticus, ანუ საბჭოთა მენტალობის ადამიანს. ხელისუფლების ყველა მესიჯი სწორედ ამ ტიპის ამომრჩეველზეა გათვლილი.
კერძოდ:
ა) საბჭოთა ადამიანისთვის სიტყვას არანაირი ფასი არა აქვს. სიტყვა არსებობს ძირითადად იმისთვის, რათა აზრი დაფარო. აქედან გამომდინარე, ბიძინა რომ გუშინწინ ერთს ლაპარაკობდა, გუშინ მეორეს და დღეს მესამეს ამბობს, ეს მათთვის არანაირი პრობლემა არაა. ამის გამო მათ თვალში ბიძინას რეპუტაცია არ ეცემა.
ბ) საბჭოთა ადამიანი პირველ რიგში აღიარებს ძალას და ძალაუფლებას. აქედან გამომდინარე, რახან ბიძინა 12 წელი ხელისუფლებაშია, ესე იგი მაგარია და იცის რასაც აკეთებს. ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობა მთელი თავისი შეცდომა-გადაცდომებით საბჭოთა ადამიანისთვის პლუსია და არა მინუსი.
გ) საბჭოთა ადამიანისთვის ხელისუფლებაში ყოფნა არის მატერიალური კეთილდღეობისა და ცხოვრების მოწყობის საშუალება. ამიტომ თუ სახელისუფლო კორუფციის ფაქტები მას აღიზიანებს, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონ არაა იმ კორუფციაში ჩართული.
დ) საბჭოთა ადამიანი გაზრდილია ჩაკეტილ საზოგადოებაში, ჯაშუშომანიისა და ამერიკული იმპერიალიზმის მტრის ხატზე. აქედან გამომდინარე, ის ადვილად ექვემდებარება შეთქმულების თეორიებს და ხელისუფლების ვერსიები გლობალური ომის პარტიის შესახებ სულაც არ ეჩვენება შეშლილის ბოდვად.
მოკლედ, საბჭოთა ადამიანი არის სრულყოფილ ქოცად ჩამოყალიბებული ტიპაჟი ჯერ კიდევ იმ დროს, როცა სიტყვა “ქოცი” არც არსებობდა.
არის მხოლოდ ორი რამ, რამაც შეიძლება საბჭოთა ადამიანს უარი ათქმევინოს ოცნების მხარდაჭერაზე. ესაა პირადი სარგებელი ან განცდა იმისა, რომ ეს ხელისუფლება ყველა ვარიანტში იცვლება.
თუ ეს განცდა არ გავრცელდა ან თუ ამ ხალხმა ოპოზიციის გამარჯვებაში მეტი სარგებელი ვერ დაინახა, ეს კონტინგენტი ყველა ვარიანტში 41-ს შემოხაზავს და ვერანაირი დაპირებით მას ვერ მოხიბლავ.
საქმე ისაა, რამდენად დიდია ეს კონტინგენტი. მე პირადად ვფიქრობ რომ არც ისე დიდი, როგორც ხელისუფლებაში ჰგონიათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved