• რეკლამა
  • კონტაქტი
21:40, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ – რას წერს სალომე ღვინიაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:22 09-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28,524

მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “პრაიმშოუ” დატოვა.

გუშინ, 11 სექტემბერს “პრაიმშოუს” ვებ-გევრდზე გამოქვეყნდა ვიდეო, საიდანაც ღვინიაშვილი მადლობას უხდის თანაწამყვანებს, გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს, არხს და მაყურებელს.

ვიდეოში ღვინიაშვილი არ საუბრობს გადაცემის დატოვების მიზეზებზე.

დღეს, ის სოციალურ ქსელში, წერს:

“ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით. ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში. პრაიმშოუსთან ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს არც პოლიტიკას”.

რამდენიმე თვის წინ, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალომე ღვინიაშვილმა და “პრაიმშოუს” კიდევ ერთმა წამყვანმა, ნინი ბადურაშვილმა “პრაიმშოუ” დატოვეს.

ისინი პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედის” იმ რამდენიმე სახეს შორის იყვნენ, რომლებმაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ძალადობრივი დარბევა გააპროტესტა. როგორც ღვინიაშვილი, ისე ბადურაშვილი პოლიციელების მიერ მშვიდობიანი აქციების ძალადობრივ დარბევას “ინსტაგრამის” ე.წ. სთორიში გამოეხმაურნენ..

ღვინიაშვილისა და ბადურაშვილის მიერ გადაცემის დატოვების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გადაცემა ეთერში არც გადიოდა.

მოგვიანებით გადაცემა ეთერში დაბრუნდა წამყვანთა სრული შემადგენლობით.

იმ პერიოდში “მედიაჩეკერის” ინფორმაციით “იმედი” სამმა სახემ დატოვა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved