• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საინტერესო სიტუაციაა კურსკში” – რუსების კონტრშეტევა და უკრაინელების შეტევა

ალია ავტორი - ალია
02:00 09-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,120

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

რუსეთ-უკრაინის ომი [შეჯამება | 11.09.2024]:

– საინტერესო სიტუაციაა რუსეთის კურსკის ოლქში – ერთის მხრივ რუსული სამხედრო ნაწილები უკრაინელთა კონტროლქვეშ არსებული დასახლება სნაგოსტისაკენ გადავიდნენ კონტრშეტევაზე, რათა მდინარე სეიმის სამხრეთით, გლუშკოვოს რაიონში ჩარჩენილი რუსული ნაწილები დაიხსნან ფაქტობრივი ოპერატიული ალყისაგან, ხოლო მეორეს მხრივ უკრაინელები გადავიდნენ შეტევაზე ამავე რუსული ნაწილების გასანადგურებლად, ამავე გლუშკოვოს რაიონში.

რუსებმა დიდი ძალებით კორენევოდან დაიწყეს იერიში. ეს ის რაიონული ცენტრია, რომლის აღებაც უკრაინელებმა ვერ შეძლეს, მაგრამ სამი მხრიდან ჰყავდათ რკალისებურად გარემოცული. ახლა რუსების კონტრიერიში ერთის მხრივ კორენევოს დებლოკირებას და მეორეს მხრივ გლუშკოვოში მყოფი ნაწილების დახსნას ემსახურება. შეტაკებები დასახლება სნაგოსტში მიმდინარეობს.

უკრაინელთა იერიშს რაც შეეხება, ისინი მდინარე სეიმის სამხრეთით არსებულ რკინიგზის ქსელს მიუყვებიან. თუკი რუსებმა მდინარე სეიმის სამხრეთით ჩარჩენილი რუსების დებლოკირება ვერ შეძლეს საინტერესოდ განვითარდება მოვლენები. სამხედრო ხიდები – პონტონები – აქტიურ მომარაგებას ვერ უზრუნველყოფს იმ ფონზე, რომ მათი გადებიდან რამდენიმე საათში პონტონებს ბომბავენ ხოლმე უკრაინელები.

გამოდის რომ ამ მიმართულებაზე ორივე მხარეს აქვს სამხედრო ინიციატივა და ერთგვარი მოსწრებაცაა – რუსები შეძლებენ დებლოკირებას თუ უკრაინელები გლუშკოვოში ჩარჩენილი ნაწილების “მოგუდვას”. არც ისაა გამორიცხული, რომ ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწიოს მიზანს.

რაოდენობრივად რუსებს უკრაინელებთან შედარებით ბევრად დიდი ძალები ჰყავთ მობილიზებული. მიუხედავად ამისა უკრაინელთა კონტროლქვეშ არსებული დასახლება სნაგოსტის აღება ჯერაც ვერ შეძლეს მათ. ცოცხალი ძალის შეფარდება რუსების სასარგებლოდ 1/4-ზეა. უკრაინელები ცდილობენ რუსეთს ამ 30 ათასზე მეტი სამხედროს გადმოსროლა მაქსიმალურად დიდი ფასად დაუსვან. მათი ნაწილი რუსეთის კალინინგრადის და სხვა ოლქების ელიტური დანაყოფები არიან. კურსკის ოლქში მათი დაკავება ან განადგურება უკრაინელთათვის სასურველი შედეგის მიღწევა იქნება.

– გუშინ უკრაინელებმა მოსკოვის შემოგარენი დაბომბეს. დრონებით იერიში იქნა მიტანილი ჟუკოვის აეროპორტზე. აფეთქება ასაფრენ ბილიკსა და ანგრების სიახლოვეს მოხდა. ამის გამო მოსკოვიდან სხვადასხვა მიმართულებით რამდენიმე ფრენა ჩაიშალა ან გადაიდო. მოსკოვის ძირითადი აეროპორტები ვნუკოვო, დომოდედოვო და შერემეტიევო და ჟუკოვია. ამ უკანასკნელში სამოქალაქო თვითმფრინავების გარდა სამხედრო და სადაზვერვო ავიაციაცაა განთავსებული.

– სხვადასხვა წყარო იტყობინება, რომ შავ ზღვაში რუსული Su-30 მრავალფუნქციური გამანადგურებელი ჩამოვარდა/ჩამოაგდეს. ავიაციის დაკარგვა პილოტთან ერთად ყოველთვის დიდი დარტყმაა ხოლმე.

– დონეცკის ოლქში სიტუაცია უცვლელია – პოკროვსკის მიმართულებაზე რუსული იერიშის ინტენსივობამ შესამჩნევად იკლო, მაგრამ ბოლომდე შეჩერებული არ არის. რუსები მაქსიმალურად ცდილობენ ამინდების გაფუჭებამდე მოასწრონ პოკროვსკამდე მიღწევა. თუმცა მათთვის ერთ-ერთ მთავარ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ უკრაინელებმა პოკროვსკისა და მირნოჰრადის გასწვრივ, ისევე როგორც ფრონტის ხაზის სიახლოვეს ახალი სანგრები და ფორტიფიკაციები ააგეს. მათი გადალახვა კი რუსებს გაუჭირდებათ.

– უკრაინაში აშშ-ს სახელმწიფო მდივანი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არიან ჩასული. ორი ძირითადი სასაუბრო თემაა: 1. დასავლური შეიარაღების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება; 2. ფინანსური და სამხედრო დახმარების დაჩქარება. პირველ საკითხზე მოლაპარაკებები პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ბაიდენს შორის ორ დღეში გაიმართება, ხოლო მეორე საკითხზე ირკვევა ის, რომ აშშ 325 მილიონ დოლარს გამოყოფს, რომლიდანაც მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე წარიმართება. ბოლო დახმარების პაკეტის ჯამი 700 მილიონია. რუსეთი თავისი ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით ძირითადად სწორედ ენერგოინფრასტრუქრუტას უმიზნებს ხოლმე. მათ გარეშე უკრაინაში არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გარდა სამხედრო ინდუსტრიაც გაჩერდება, რომელიც ახლა იმაზე მეტად ინოვაციური და აქტიურია, ვიდრე ომამდე იყო.

– ბრიტანეთისა და აშშ-ს მიერ ირანს, რუსეთისათვის გადაცემული ბალისტიკური სარაკეტო შეიარაღების გამო ახალი სანქციები უწესდება. ირანი რაკეტების გადაცემას უარყოფს. მაგრამ ირანი და ჩრდილოეთ კორეა ამ ომის არაპირდაპირი მონაწილეები არიან.

– პუტინი ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას ცდილობს. მისთვის მნიშვნელოვანია რუბლი და ჩინური იუანი ვაჭრობის უმთავრესი წყარო გახდეს, დოლარი ჩაიხსნას და მის ნავთობსა და გაზს მუდმივი მყიდველი ჰყავდეს. მაგრამ ჩინეთისათვის რუსული რესურსების მიწოდებაა მნიშვნელოვანი და არა რუსული რუბლი. რესურსები საბითუმო ფასში. პეკინი რუსეთს როგორც რესურსს ისე აღიქვამს. ამას ემატება ისიც, რომ სანამ რუსეთი ევროპის კონტინენტზე ომს აწარმოებს მისთვის ნაკლებად იცლიან. მაგრამ რუსეთს ჩინეთის გარდა დიდი ეკონომიკური ბაზარი დეფიციტური აქვს. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში ჩინური ძალიან პოპულარული გახდა და რომ აგერ მისმა ოჯახის ახალგაზრდა წევრებმა უკვე ისწავლეს ჩინური.

ჩინეთისათვის დასუსტებული რუსეთი მისაღებია, რომელიც მასზე იქნება ჩამოკიდებული. პუტინის თქმისა არ იყოს რუსეთის ციმბირი და შორეული აღმოსავლური პროვინციები მართლაც აქტიურად სწავლობენ ჩინურს. ომის დაწყების შემდეგ კი გაორმაგდა მსგავსი რამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved