• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, ოთხშაბათი, 28 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამორიცხულია, ივანიშვილი პრეზიდენტი იყოს, ან სხვა თანამდებობა დაიკავოს – მდინარაძე

ალია ავტორი - ალია
18:16 09-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,169

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პრეზიდენტობა, ან რაიმე სხვა თანამდებობა არ სურს და “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში მისი პირველ ნომრად დასახელება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას ეფუძნება.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირწმუნება, რომ საარჩევნო სიაში საპატიო თავმჯდომარის პირველ ნომრად ჩაწერა ერთადერთ მიზეზს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ემსახურება.

აბსოლუტურად შემიძლია გამოვრიცხო, რომ პრეზიდენტი იყოს [ბიძინა ივანიშვილი] ან ასე შემდეგ. კაცი, რომელიც შემოვიდა პოლიტიკაში, თქვა გარკვეული თარიღი, დრო და გავიდა პოლიტიკიდან თავის დროზე და მერე მობრუნება მოუწია. რა თანამდებობა და რა ბიძინა ივანიშვილი, რაში აინტერესებს საერთოდ.

ერთადერთი მიზეზი, ეს დაიმახსოვრეთ, არ აინტერესებს აბსოლუტურად არანაირი თანამდებობა, დაამტკიცა თავისი მოქმედებით თავის დროზე ამ კაცმა, თავის სამშობლო აინტერესებს ამ კაცს და სიის პირველი ნომერია ერთი ყველაზე მთავარი მიზეზით – მნიშვნელობა ამ არჩევნებს. ამ არჩევნების მნიშვნელობა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა და გუნდმა გადაწყვიტა, რომ ის იყოს სიის პირველი ნომერი, ამაში არის რეალობაც, პრაქტიკულობაც, საარჩევნო მიზნებიც, მნიშვნელობის მინიჭების მიზნებიც, გარკვეული სიმბოლიზმიც, ხაზგასმაც, ყველაფერი ამაშია. ეს არჩევნები არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ სიის პირველი ნომერი იყოს, ეს იყო ჩვენი თხოვნაც, მათ შორის, რომ ხაზი გაესვას ამ ყველაფერს, მნიშვნელობას ამ არჩევნებისას და იმის მნიშვნელობას, რომ არაჩვეულებრივი უმრავლესობით, საერთოდ რომ ქუდი დავიხუროთ ახლა და სახლში დავსხდეთ, საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოვიპოვებთ დღეს, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ჩვეულებრივი უმრავლესობის მოპოვება პრობლემა არ არის, მაგრამ ქვეყნის გადარჩენის ინტერესი ემთხვევა საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ინტერესს, აქ უფრო მეტი და მყარი გარანტიაა.

ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა, როგორც ბევრი რამე ამ ქვეყნისთვის პოზიტიურად და დადებითად გადაწყვიტა, ასევე გვინდა რომ გადაწყვიტოს, ეს ჩვენი საარჩევნო სურვილია, დიახ, ამიტომ არის სიის პირველი ნომერი, მათ შორის, რომ ასევე გადაწყვიტოს საკონსტიტუციო უმრავლესობის ბედი, რომ ჩვენ მყარი გარანტია ავიღოთ ამ ქვეყანაში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობის და მხოლოდ ამ გზით ევროკავშირის წევრობის”, – ამბობს მდინარაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება
ახალი ამბები

,,ბიზნეს დიალოგი 2025“- ლიბერთის შეხვედრები ბიზნესთან გრძელდება

17:57 05-27-2025
აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით
ახალი ამბები

აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე განსაკუთრებულად ახალი თიბისი ბარათებით

16:29 05-27-2025
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ახალი ამბები

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

14:50 05-26-2025
თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved