• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთხოვდნენ მათ მხარს გადასვლას… ორი დაჟანგებული თოფი იპოვეს… იქამდე თვალით არ მინახავს” – ვუსალ კაიბოვის პირველი კომენტარი

ალია ავტორი - ალია
14:03 09-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

“ძლიერი საქართველოს” საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთ ლიდერი, რომელმაც წინასწარი დაკავების იზოლატორი რამდენიმე წუთის წინ დატოვა – ვუსალ კაიბოვი “პირველებთან” ამბობს რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აქტიურ შეთავაზებებს იღებდა, რომ 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის ოპოზიციაში ყოფნის ნაცვლად, “ქართული ოცნების” წევრი გამხდარიყო.

“პოლიცია მოვიდა და მითხრეს, რომ ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ, რადგან ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ნარკოტიკი და იარაღი იყო ჩემს სახლში. ეს აბსურდია. იპოვეს ორი დაჟანგებული სანადირო თოფი, რომელიც აქამდე თვალით არ გვინახავს. დაკავებას ცალსახად ვუკავშირებ ჩემს ბოლოდროინდელ პოლიტიკურ აქტივობას. სხვა ახსნა არ აქვს უსაფუძვლო ჩხრეკის ჩატარებას. შეთავაზება უამრავჯერ იყო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ მათ მხარეს გადავსულიყავი. მე უარი ვუთხარი. ავუხსენი, რომ ჩემი პოლიტიკური არჩევანი გაკეთებული მქონდა და საპასუხოდ დამაკავეს”, – ამბობს ვუსალ კაიბოვი.

ცნობისთვის, იორმუღანლოში  ვუსალ კაიბოვი, გუშინ, 10 სექტემბერს დააკავეს, თუმცა 24-საათიანი პატიმრობის შემდეგ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საგარეჯოს ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვუსალ კაიბოვმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

გაირკვა, რომ პროკურატურამ  ვუსალ კაიბოვისთვის წარდგენილი მუხლი შეცვალა და ახლა მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved