• რეკლამა
  • კონტაქტი
23:53, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი თვე კურსკის ოპერაციიდან – რუსული მშვიდობის დამკვიდრების არსებული მცირე შანსიც კი დასრულდა” – თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
19:54 09-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
577

საქარველოს თავდაცვის ძალების  თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:

ერთი თვე გავიდა კურსკის ოპერაციის დაწყებიდან. რომ შევაჯამოთ, კურსკის ოპერაცია წარმატებით დაიწყო, წარმატებით გაგრძელდა და ყველა პირობაა იმისთვის, რომ სამხედრო მოქმედებების თეატრი რუსეთის ტერიტორიაზე გაფართოვდება. უკრაინის შეიარაღებული ძალები დამკვიდრდა რუსეთის ტერიტორიაზე, ჩამოაყალიბა სრულფასოვანის პლაცდარმი ახალი წარმატებული შეტევებისათვის და რაც მთავარია გავიდა შეუზღუდავ ოპერატიულ სივრცეებზე. ამით ხელში აიღო ინიციატივა და მოწინააღმდეგეს მოქმედების მაღალ ტემპს თავაზობს. რუსებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა მოწინააღმდეგის თამამი მოქმედება, მოუმზადებელი აღმოჩნდა არა მხოლოდ საჭირო ძალების არსებობის თვალსაზრისით, არამედ საერთოდ ფიასკო განიცადა ოპერატიული ვითარების ადეკვატურ შეფასებაში და მოწინააღმდეგის მოქმედების შედეგად შექმნილ ოპერატიულ და ტაქტიკური პრობლემების გადაჭრაში. ოპერაციიდან ერთი თვის თავზე, რუსებს ჯერაც არ შეუქმნიათ საჭირო სიდიდის ძალა, რომელიც კურსკის ფრონტის საჭიროებისათვის საკმარისი იქნება. ყოველი დღე, რომელსაც უკრაინელები ფრონტის ამ მონაკვეთზე მყარი პლაცდარმის შექმნაში იღებენ, ართულებს რუსების სრულფასოვან პასუხისათვის საჭირო ძალების მობილიზებას, რაკი ზრდის მათ რაოდენობრივი და შეიარაღების პარამეტრების მინიმალურ თამასას.
კურსკის ოპერაციის ერთ ერთი მნიშვნელოვანი თანმდევი შედეგია ომის ახალ ფაზაში გადასვლა, ახალი შინაარსის შემოტანა:
1. რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში წარუმატებლად დასრულდა, ომი რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და სპეციალური ოპერაციის გასაგრძელებლად, რუსეთმა ჯერ ომი უნდა მოიგოს რუსეთში, რაც შეუძლებელია რაკი ფრონტის მთელ ზოლზე იგივე ძალები იბრძვის და კურსკის მიმართულებით უკრაინელები აშკარა უპირატესობას ფლობენ.
2. უკრაინა აღარ არის სახელმწიფო რომელიც იბრძვის ტერიტორიულ მთლიანობის აღსადგენად, ომმა მიიღო კონფიგურაცია, როდესაც ფრონტის ერთი მონაკვეთი რუსეთშია, მეორე უკრაინაში. რუსეთის მორალური დომინაცია ამ ომში დასრულდა.
3. უკრაინელებმა აჩვენეს, რომ ისინი ცივილიზებული, ევროპული ღირებულებების მატარებლები არიან და ისინი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ომის კანონმდებლობის და ჰუმანიზმის პრნციპების სრული დაცვით იქცევიან.
4. რუსეთი არა მხოლოდ რეალურ სამყაროში, არამედ ვირტუალურშიც მარცხდება. ომის საინფორმაციო უზრუნველყოფის ემოციური ნაწილი ( გამარჯვების იმიტაცია პათეთიკით) ვერ ფარავს არსებულ ცუდ მდგომარეობას ფრონტის ხაზზე.
5. რუსული მშვიდობის დამკვიდრების არსებული მცირე შანსიც კი დასრულდა. მშვიდობა მხოლოდ ერთი მხარის მარცხის აღიარებით დადგება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved