• რეკლამა
  • კონტაქტი
18:10, ორშაბათი, 20 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოპოზიციის უმეტესი ნაწილი გამარჯვებისთვის კი არა, საპატიო მეორე ადგილისთვის იბრძვის” – გოჩა მირცხულავა

ალია ავტორი - ალია
19:57 09-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:

არაფერს დავწერდი, რომ არა ის უგვანობა რასაც ვხედავ და კიდევ უარესი – რაც ვიცი. მოკლედ, ოპოზიციის უმეტესი ნაწილი გამარჯვებისთვის კი არა, საპატიო მეორე ადგილისთვის იბრძვის. ასეთი კოგნიტური დისონანსი ქართულ პოლიტიკას არასოდეს ჰქონია ერთი შეხედვით, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას ერთიანობის უდიდესი შანსი შეუქმნა. ღიად საუბრობენ კოლექტიური ნაცმოძრაობის – ანუ ამ წუთისთვის პოტენციურად ბარიერის გადამლახავი სუბიექტების განადგურებაზე. ეს გზავნილი ობიექტური გააზრებით ერთიანობის წინაპირობაა. და თუ ერთიანობა არ შედგა, ან შედგა ნაცმოძრაობის გარეშე, (“კოლექტიური ნაცმოძრაობის” კონტექსტში ხომ
არაფერი იცვლება) ისინიც ნადგურდებიან. არ ნადგურდებიან თუ მავანთ ინდივიდუალური ინდულგენცია აქვთ, ისევ და ისევ “ქართული ოცნებისგან”. უფრო გასაგებად, ან შეკრულები არიან ოცნებასთან, ან მორიგჯერ დემონსტრირებენ სასარგებლო იდიოტობას საქართველოს საზიანოდ.
ჩემი მტრის მტერი ჩემი
მეგობარიაო, ეს “კლასიკაც” კი
არ ახსოვთ ოპიზიციაში – “ძალა ერთობაშიას” თავს თუ დავანებებთ.
ახლა, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, რომელიც ნაცმოძრაობის მიღმა ეძებს ხსნას, ვერ ხვდება, რომ საკუთარ დასაკლავ დანას ლესავს.
და ბოლოს, თბილისი პატარა ქალაქია პოლიტიკოსო ბიჭებო და გოგოებო, ძალიან პატარა. უფრო სწორად, ერთი კომუნალკაა და კედლებში ხმა გადის სუს-ის გარეშეც.
არჩევნებამდე ჰა, ჰა ერთი-ორჯერაც ვეცდები რამე გითხრათ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემთვის მთავარი სახელმწიფოა და თქვენთვის – ქვეყანა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის – Caucasus Build – ფარგლებში კონფერენცია გაიმართა

17:16 04-20-2026
Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის
ახალი ამბები

Silk Go და MYVIDEO გაერთიანდა — განახლებული ციფრული პლატფორმა გაუმჯობესებული გამოცდილებისთვის

12:31 04-20-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved