• რეკლამა
  • კონტაქტი
18:16, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყურადღება, თავაზიანობა და ადამიანობა – რა არის პაციენტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს პროფესიონალი ექიმი?

ალია ავტორი - ალია
17:42 09-06-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

„ალიას“ დაუკავშირდა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, 69 წლის ქალბატონი, ნინო მათიაშვილი, რომელმაც გვთხოვა, მისი გამოცდილება გაგიზიაროთ.

–„რა არის კლინიკისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იცი, შვილო?” – მკითხა საუბრის
დასაწყისშივე და თავადვე უპასუხა კითხვას – „პროფესიონალი კადრი, როგორც ექიმი,
როგორც ექთანი, ასევე, რეგისტრატურის წარმომადგენელიც კი“.
– “და რა თვისებები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ ექიმს, ან ექთანს? ცოდნა რომ უნდა ჰქონდეს, ცხადია, მაგრამ მხოლოდ ცოდნა არ არის საკმარისი, როცა ადამიანის სიცოცხლეს ეხები“ – მეუბნება და კიდევ ერთხელ მთხოვს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინო მისი ხმა. ,,ამ ბოლო დროს, უკმაყოფილების გამოსახატად ვიცლით ხოლმე, და ვფიქრობ, კმაყოფილების გამოხატვას გადავეჩვიეთ, არადა სასიამოვნო გამოცდილების გაზიარება ძალიან საჭიროა“- ამბობს დანანებით.

ნინო მათიაშვილი:

–ექიმი ვარ, სამედიცინო სფეროში მუშაობის დიდი გამოცდილებით. გაზაფხულზე წავიქეცი, კიდურები დავიზიანე, განსაკუთრებით ხელი. გამომდინარე იქიდან, რომ ტკივილმა არ გამიარა, გადავწყვიტე კლინიკისთვის მიმემართა. ნიუ ჰოსპიტალსზე ბევრი კარგი რამ სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი მეგობრებისგან მქონდა გაგებული და ჯერი სწორედ მასზე შევაჩერე. ვიფიქრე, იმის ნახევარიც კი რომ მართალი იყოს, რასაც მიყვებიან, ძალიან წამადგება-მეთქი.

რეგისტრატურაში, კვლევების დროს თუ დიაგნოსტირება–მკურნალობისას, ყველგან მადლობის თქმა მიწევდა, იმდენად პროფესიონალი და ყურადღებიანი პერსონალი დამხვდა.

ექოსკოპიაზე გამოჩნდა, რომ ძვლის მთლიანობა არ იყო დარღვეული, არ იყო მოტეხილობა, მაგრამ ცვლილებები იყო და გართულებების თავიდან ასაცილებლად საჭიროებდა სწორ და დროულ მკურნალობას.

იმდენი წელია სამედიცინო სფეროში ვმუშაობ, პროფესიონალი ექიმის ამოცნობა არ მიჭირს, ამას პირველივე წინადადებიდან ვხვდები, რადგან პროფესიონალი ყურადღებით გისმენს, დეტალურად გეკითხება ანამნეზს, გულისყურით იკვლევს გადატანილ ან თანმხლებ დაავადებებს. ყველა კარგმა ექიმმა იცის, რომ პოზიტივი, ადამიანური დამოკიდებულება ხშირად გადამწყვეტია პაციენტის გამოჯანმრთელებაში.

პაციენტმა უნდა ირწმუნოს ექიმის, მისი ნდობა უნდა ჰქონდეს, უნდა სჯეროდეს მისი. ეს, გარდა იმისა, რომ პაციენტს დაეხმარება ექიმის რეკომენდაციის ზუსტად შესრულებაში, ასევე, ავადმყოფობაზე გამარჯვების რწმენასაც შემატებს. რწმენას რა შეუძლია, ამის ახსნა არ მგონია საჭირო იყოს. ადრე აქსიომა იყო, რომ ექიმი უნდა ყოფილიყო თავაზიანი, ყურადღებიანი, ეს ექიმისთვის დამახასიათებელ პირველ ნიშნად ითვლებოდა. სამწუხაროდ, კლინიკათა უმრავლესობაში ასეთ პროფესიონალებს ვეღარ შეხვდები – მიდიხარ ექიმთან და ისე გხვდება, გეგონება გაბრაზებულია შენზე.

ვფიქრობ, როცა მკურნალობისას თუ მაღალი ნდობა და მეტი პოზიტივია, გამოჯანმრთელების პროცესი უკეთ მიდის. ვინც სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს, მან უნდა იცოდეს, რომ პროფესიონალიზმთან ერთად, თავაზიანი და ყურადღებიანი თუ არ არის, ის ვერასოდეს იქნება წარმატებული ექიმი.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ უზადო სისუფთავეა ნიუ ჰოსპიტალსის კლინიკაში, სამწუხაროდ, ესეც ძალიან იშვიათი გახდა. აპარატურა კი თანამედროვე და მაღალტექნოლოგიურია, შესაბამისად, ჩატარებული კვლევები – ზუსტი.

მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ექიმ თამაზ თამაზაშვილს, ექთან ნათია კოხტაშვილს, ტრიაჟ ოთარ კოჩაძეს, რეინჯერ ნიკოლოზ მშვილდაძეს და რეგისტრატორ გიორგი გოზალოვს და მთელ გუნდს. დასაწყისშივე ვთქვი, როცა ნიუ ჰოსპიტალსს რეკომენდაცია გაუწიეს, ვფიქრობდი, ნეტავ სანახევროდ მაინც გამართლდებოდეს ეს ქება-მეთქი. არ მჯეროდა, რომ იმაზე მეტად კმაყოფილი ვიქნებოდი, ვიდრე ველოდი. გამოვტყდები, ვიფიქრე, იქნებ, ეს ერთი ცვლაა ასეთი ყურადღებიანი ადამიანებით დაკომპლექტებული-მეთქი? მაგრამ რამდენჯერმე მომიწია მისვლა სხვადასხვა დროს და დავრწმუნდი, რომ ნებისმიერ პერიოდში პროფესიონალი სამედიცინო პერსონალი გხვდება.

კლინიკამ სამედიცინო მომსახურება გამიწია და ბევრად უკეთ ვარ, მალე სრულად გამოვჯანმრთელდები, მაგრამ იმდენად გაოცებული ვარ ადამიანური ურთიერთობებით, მკურნალობაზე თითქმის არ მისაუბრია (იცინის). დიაგნოსტირება და მკურნალობა იყო სწრაფი, ზუსტი და შედეგიანი. თუმცა, ჩემი მთავარი სათქმელი მაინც ისაა, რომ პროფესიონალი ცოდნის გარდა გულისხმობს იმ თვისებებს, რაც ნიუ ჰოსპიტალსის პერსონალს აქვს – თავაზიანობა, ყურადღება და ადამიანობა.

ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ, რომ გამოჯანმრთელების პროცესისათვის ნდობა და პოზიტიური დამოკიდებულება უმნიშვნელოვანესია.

(R)

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“გურმან აკადემია”- სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:17 08-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა –   სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა – სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

11:12 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved