ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:
ძალიან მძიმეა იმის ყურება, რომ იმის განხილვა ქვეყანაში საერთოდ შესაძლებელია, რასაც ახლა საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, რომ ვიღაცამ საერთოდ გაბედა და ღიად უნდა დაიკანონოს ადამიანების რეპრესიები, რომ ვიღაც ბედავს, ღიად გამოაცხადოს, რომ პარტიები უნდა გააუქმოს და განსხვავებული ადამიანები უნდა დევნოს. ამდენი როგორ გავაბედინეთ? როგორ პირველივე ნიშანზე არ გამოვვარდით და არ გავყარეთ ესენი? უნდა მოვიგოთ ოქტომბრის ბოლოს და მწარედ უნდა ვანანოთ ამათ, რომ ეს გაბედეს.
ჩვენი, ყველას სირცხვილია რაც ხდება და ეს სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ.
კომენტარები