• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ხუთშაბათი, 23 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ECHR-მა დარღვევა დაადგინა საქმეზე, რომლის მოსამართლეც დღეს რუსულ კანონს განიხილავს

ალია ავტორი - ალია
16:23 08-29-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
485

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი, ხოლო ახლა უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე ფიგურირებს, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა.

საქმეს ხვიჩა კიკილაშვილი განიხილავდა, დღეს კი საკონსტიტუციოს მოსამართლეა და რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს.

საუბარია 2016 წელს, გონიოს სანაპიროზე მომხდარ ინციდენტზე. მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძის თქმით, მოსამართლე მიქაუტაძემ მასსა და მის 13 წლის შვილს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მეორე მხრივ კი, მიქაუტაძე ჩიოდა, რომ ის თავად გახდა თავდასხმის სამიზნე ხაჭაპურიძისა და მისი ოჯახის მხრიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება იმავე დღეს ბავშვის ცემის საქმეზე დაიწყო, თუმცა მუხლი მაშინვე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება მოსამართლის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარით გაგრძელდა. 2016 წლის 27 აგვისტოს, არასრულწლოვანი ბავშვის მშობლები, თამარ ხაჭაპურიძე და კახაბერ ხაჩიძე დააკავეს.

ხაჩიძე მეორე დღესვე, ხოლო ხაჭაპურიძე 2016 წლის 21 სექტემბრამდე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. საქმის განხილვა სასამართლოში გაგრძელდა, მას კი მოსამართლე ხვიჩა კიკალიშვილი განიხილავდა.

2018 წლის 23 ივლისს კიკილაშვილმა ორივე განმცხადებელი – ხაჩიძე და ხაჭაპურიძე დამნაშავედ ცნო ხულიგნობაში და მათ 3000 და 2500-ლარიანი გადახდა დააკისრა.

დღეს, 29 აგვისტოს ECHR-მა დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი სამართლიანი სასამართლოების შესახებ, ასევე, ბრალდებულთა უფლებები.

როგორც TV პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თამარ ხაჭაპურიძე აცხადებს, დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ მისი ოჯახი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან რეპრესიის მსხვერპლი იყო.

“დადასტურდა ის, რომ ადგილი ჰქონდა ჩემი ოჯახის მიმართ რეპრესიებს 2016 წელს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან, როცა მას სასამართლომ დააკისრა 5000 ევრო საქართველოს ჩვენთვის გადასახდელი. მოგვიგზავნეს ზონდერ-მოსამართლე, გიორგი მიქაუტაძე, გამოიწვია ინციდენტი, შემაგინა სანაპიროზე იმისთვის, რომ კონფლიქტი დაწყებულიყო. ფიზიკური დაპირისპირება იყო და მუშტი დაარტყა კბილებში და ტუჩი გაუსკდა და სისხლი მოსდიოდა ბავშვს. ცხადია, დედა ვარ და გარკვეული სიტყვები ვთქვი, რაზეც შემდეგ დამაბრალეს, რომ მოსამართლეს ვემუქრებოდი.

მიმდინარეობდა ჩემთან ვაჭრობა იმ თემაზე, რომ თუ გვინდოდა, ეს 10-წლიანი მუხლი სისრულეში არ მოეყვანათ, ამისთვის უნდა გავჩუმებულიყავი და გამიფორმებდნენ 5-წლიან საპროცესოს. პარალელურად, უნდა გავჩუმებულიყავი ყველაფერზე და ასევე, პროკურორი ითხოვდა, რომ ბოდიში მომეხადა ტელევიზიიდან მთელი საქართველოს წინაშე”, – ამბობს TV პირველთან ხაჭაპურიძე.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტის, გურო იმნაძის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ საქმის ფიგურანტი კლანის გავლენიანი წევრი, გიორგი მიქაუტაძეა, ხოლო საქმეს განიხილავდა მოსამართლე, რომელიც დღეს რუსული კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობს.

“ამ საქმეში, გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არის პრობლემური საკითხი, ნიშანდობლივია ის, რომ ერთ-ერთი ფიგურანტი არის სასამართლოში არის კლანის ერთ-ერთი გავლენიანი წევრი, გიორგი მიქაუტაძე და სწორედ მასთან ფიზიკური დაპირისპირების ინციდენტს შეეხებოდა ეს საქმე, რომელზეც განმცხადებლებმა მიიჩნიეს, რომ ადგილობრივ დონეზე ვერ მიაღწიეს სამართალს. ნიშანდობლივია ისიც, რომ სასამრთლომ ჩათვალა, რომ ქართული სასამართლოები არასაკმარისი გულისყურით მოეკიდნენ საქმეს, არ გამოძიეს ბოლომდე სრულყოფილად ყველაფერი”, – აცხადებს იმნაძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?
ახალი ამბები

გიორგი დანელიას ქუჩა – რა ფაქტორები განსაზღვრავს ტერიტორიის განვითარებას?

17:15 07-22-2026
4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი
ახალი ამბები

4 მონაწილე, 4 მედალი – საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე – თიბისი

14:44 07-22-2026
თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved