• რეკლამა
  • კონტაქტი
15:38, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

არქიმ არქელ ოლიმპიურ ჩემპიონებს ფულადი ჯილდოები გადასცა და საზეიმო დახვედრა მოუწყო

ალია ავტორი - ალია
14:52 08-15-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
799

ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ 14 აგვისტოს არქი ცენტრალური პარკის ეზოში არქელ ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს, გენო პეტრიაშვილსა და ვიცე-ჩემპიონ ტატო გრიგალაშვილს საზეიმო დახვედრა მოუწყო. ღონისძიებაზე მისალოცად და მადლიერების გამოსახატად არქის დიდი ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. არქის დირექტორმა შიო ხეცურიანმა ჩემპიონებს ფულადი ჯილდო პირადად გადასცა.

„ძალიან ვამაყობთ ჩვენი არქელი სპორტსმენებით, მათ ისტორია დაწერეს და თითოეული ჩვენგანი გაგვახარეს. არქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სპორტის განვითარება, სწორედ ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ დამწყები თუ წარმატებული სპორტსმენები წავახალისოთ. მთელი გულით ვგულშემატკივრობდით ჩვენი დიდი ოჯახის წევრ ჩემპიონებს, ეს ღონისძიებაც სწორედ ამ გულშემატკივრობისა და მადლიერების გამოსახატად გავმართეთ, იმისთვის, რომ არქელებს შესაძლებლობა ჰქონოდათ პირადად მიელოცათ ოლიმპიური ჩემპიონებისთვის გამარჯვება“. – არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

ღონისძიებაზე უამრავი არქელი იყო შეკრებილი, საოცრად დადებითი და ოჯახური განწყობა იგრძნობოდა. მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდი „მიქსტურა“ ზრუნავდა. არქელი ჩემპიონებისთვის საზეიმო ვითარებაში ფულადი ჯილდოების გადაცემამ დიდი ოვაციები გამოიწვია და კიდევ უფრო მეტად შექმნა სადღესასწაულო განწყობა. ჩემპიონებმა ყველა მსურველს ავტოგრაფი დაურიგეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს, ამ ფაქტით განსაკუთრებით გახარებული პატარა არქელები იყვნენ, რომლებმაც ღონისძიებაზე დაუვიწყარი დრო გაატარეს. ღონისძიების მიწურულს არქელმა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა სადღესასწაულო ტორტიც გაჭრეს.

არქისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტი ქართული სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. ლიდერმა დეველოპერულმა კომპანიამ უკვე არაერთ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონს გადასცა ბინა საჩუქრად, ყოველი გამარჯვებისას მადლიერებისა და წახალისების მიზნით თითოეულ მათგანს აჯილდოებს, გულმხურვალედ გულშემატკივრობს ქართველ სპორტსმენებს ყველა ჩემპიონატზე და სხვადასხვა აქტივობას მართავს სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციისთვის. მაგალითად, ივნისში არქი ცენტრალური პარკის ეზოში თანამედროვე სპორტული მოედანი გახსნეს, სადაც არქელი ბავშვები და ახალგაზრდები NBA-ის ორგზის ჩემპიონს, ყველასათვის საყვარელ ქართველ კალათბურთელს, არქის ერთ-ერთ დამფუძნებელ ზაზა ფაჩულიას შეხვდნენ. არქიში მსგავს აქტივობებს მომავალშიც გეგმავენ, რათა კიდევ უფრო ბევრ არქელ ბავშვს შეაყვარონ სპორტი და გაუჩინონ მოტივაცია გაჰყვნენ ჯანსაღ ცხოვრებას.

აღსანიშნავია ისიც, რომ არქის თითოეულ პროექტში მაქსიმალური ყურადღება ექცევა გამწვანებული სივრცისა და თანამედროვე სპორტული მოედნების მოწყობას, რათა არქელებმა სიმწვანეში იცხოვრონ და ჯანსაღი ცხოვრებით დაკავდნენ. არქის ელიტარულ კომპლექსებში კი სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის, მრავალფეროვანი ფიტნეს დარბაზებია მოწყობილი.

არქი ცენტრალური პარკის ეზოში გამართული ღონისძიების განმავლობაში არქის დიდი ოჯახის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ არქელ ოლიმპიურ ჩემპიონებს და გამარჯვება პირადად მიელოცათ. ღონისძიება საზეიმო განწყობით დასრულდა. არქიში სჯერათ რომ არქელ სპორტსმენებს წინ კიდევ უამრავი გამარჯვების აღნიშვნა ელოდებათ.

(R)

თეგები: არქელებიარქიგენო პეტრიაშვილილაშა ტალახაძეოლიმპიადატატო გრიგალაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved