• რეკლამა
  • კონტაქტი
06:26, ხუთშაბათი, 21 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის გადახდის პროდუქტები ბაზრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს

ალია ავტორი - ალია
10:03 08-07-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
80

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში მომხმარებელთა უმრავლესობა უპირატესობას უნაღდო ანგარიშწორებას ანიჭებს – როგორც POSტერმინალის, ასევე ონლაინგადახდის მეშვეობით (ელექტრონული კომერცია). თიბისი განსაკუთრებულად ზრუნავს, რომ გადახდები მაქსიმალურად კომფორტული იყოს, როგორც მომხმარებლისთვის, ისე ბიზნესისთვის. ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, რაც შესაძლებლობას აძლევს ბიზნესს, სწრაფად და მარტივად მიიღოს თანხა პროდუქტის რეალიზაციისას, კლიენტს კი შეძენის პროცესი გაუმარტივოს. თიბისის POS ტერმინალები ბაზარზე არსებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

სტანდარტული POS ტერმინალი შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ საბარათე გადახდები Visa, MasterCard, UnionPay-ის როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური ბარათებიდან. სალარო ტერმინალი POS ტერმინალის და სალარო აპარატის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში აერთიანებს. მისი გამოყენებით, სწრაფად და მარტივად შეძლებთ, როგორც საბარათე გადახდების მიღებას, ისე სალარო ტრანზაქციების (ნაღდი) განხორციელებას. თიბისი ასევე გთავაზობთ ინტეგრირებულ POS ტერმინალებს, რომელიც თქვენს სალარო პროგრამას დაუკავშირდება და პროცესს უფრო სწრაფს და მარტივს გახდის.

T-POS კი არის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბარათით გადახდების მიღება ტერმინალის გარეშე, ანდროიდ მოწყობილობებზე – მობილურ ტელეფონებსა და ტაბლეტებში.

თიბისი მუდმივად ცდილობს, POS ტერმინალების განახლებული, თანამედროვე მოდელები შემოიტანოს ბაზარზე, რომლებიც უფრო სწრაფი და მრავალფუნქციურია.

გარდა ზემოჩამოთვლილისა, თიბისი გთავაზობთ სრულიად ახალ პროდუქტს, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ევროპის ქვეყნებში, ქართულ ბაზარზე კი უნიკალურია. ეს არის QR ჰორეკა – გადახდები სარესტორნო ბიზნესში. კობა ქუთათელაძის, თიბისის POS ტერმინალების კომერციული ლიდერის თქმით, ეს პროდუქტი ბევრად უფრო კომფორტულს გახდის გადახდის პროცესს, როგორც სარესტორნო ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლისთვის:

„როგორც წესი, მომხმარებელი რესტორანში ან კაფეში შედის, მაგიდას ირჩევს, მიმტანი მისგან იღებს შეკვეთას, შემდეგ კი ამ შეკვეთას სარესტორნო პროგრამაში არეგისტრირებს. ჩვენი პროდუქტის მეშვეობით, მომხმარებელს შეუძლია დაასკანეროს მაგიდაზე არსებული QR კოდი და ნახოს თავისი შეკვეთა, ფასები, რაოდენობა, თან აკონტროლოს, რამე ხომ არ არის გამორჩენილი. რაც მთავარია, ნებისმიერ დროს, იქვე შეუძლია გადახდა – ანუ შეუძლია თავიდანვე გადაიხადოს, არ დაელოდოს მიმტანს, როდის მოუტანს ქვითარს. QR-ის მეშვეობით მომხმარებელი აჭერს გადახდას, ტოვებს თიფს, თუკი სურს და ეს სარესტორნო პროგრამაში ავტომატურად აისახება. ეს არის პირველი ეტაპი, რომელიც უკვე დავნერგეთ და ბაზარზე ფუნქციონირებს. ახლა ვმუშაობთ, რომ მენიუც ინტეგრირდეს და შეკვეთა თავად გააკეთოს კლიენტმა, თუკი სურვილი ექნება. ასევე დაამატოს სხვადასხვა კერძი. ამით მომხარებელს უკვე სრულ კომფორტს ვუქმნით“.

POS ტერმინალზე თანხის გადახდის შემდგომ ბიზნესის მფლობელის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მყისიერად ხდება. ეს კიდევ ერთი სიახლეა – აქამდე ჩარიცხვა მეორე დღეს ხდებოდა, რაც ბიზნესისთვის არ იყო ხელსაყრელი. გარდა ამისა, თიბისიში გეყოლებათ მენეჯერი, რომელიც გადახდებთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხს მოკლე დროში მოგიგვარებთ.

სარესტორნო ბიზნესისთვის POS ტერმინალებზე დამატებით შესაძლებელია Tip-ის (მადლობის ფუნქციონალი) გააქტიურება, რისი მეშვეობითაც Tip-ის თანხების მიღება სწრაფად და მარტივად იქნება შესაძლებელი.

თიბისი გთავაზობთ ონლაინ გადახდების სისტემას, როგორც ონლაინ მაღაზიებისთვის თქვენს საიტზე (E-com), ასევე საიტის გარეშე ბმულის გაზიარებით (Pay By Link). ელექტრონული კომერციის პროდუქტების ინტეგრაციით გადახდის პროცესს ბიზნესისთვის და მომხმარებლისთვის უფრო სწრაფსა და კომფორტულს გახდი.

ყველა საგადახდო პროდუქტის შესახებ ინფორმაცია – POS ტერმინალები იქნება თუ ონლაინ გადახდა – განთავსებულია სპეციალურ პლატფორმაზე tbcpayments.ge. აღნიშნული პლატფორმის საშუალებით ასევე შესაძლებელია ნებისმიერი საგადახდო პროდუქტის მოთხოვნა, ხოლო არსებული კლიენტების შემთხვევაში დამატებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ანალიტიკის ნახვა. დამატებით მომხმარებელს შეუძლია tbcpayments.ge-ზე გადავიდეს თიბისის ინტერნეტ ბანკიდან.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად
ახალი ამბები

ალტას განახლებული პლატფორმა: შეიძინე სასურველი ტექნიკა კიდევ უფრო კომფორტულად

16:55 08-20-2025
თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი
ახალი ამბები

თიბისის განათლების შესაძლებლობები სტუდენტებისთვის: გაიცანით კესო ლალიაშვილი

13:53 08-20-2025
თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

13:17 08-20-2025
თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით
ახალი ამბები

თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

14:34 08-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved