• რეკლამა
  • კონტაქტი
23:04, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ზურაბიშვილი იმისთვის, რომ როდესაც მდგომარეობას მოამწიფებენ, მან შეწყალების აქტი გამოსცეს – სადაც გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება? – პაპუაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:56 08-06-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
165

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს:

„მიხეილ სააკაშვილის წყალობით დარჩა სალომე ზურაბიშვილი თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს. ამაში რა არის გასაკვირი? სადაც ნიკა გვარამია შეიწყალა, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება? აქაც შეგახსენებთ, იყო პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა მათ შორის ევროპელი ლიდერებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატისა თუ დიპლომატისა, რომელიც უხეშად, პირდაპირ ერეოდა ქართულ მართლმსაჯულებაში იმით, რომ ქალბატონ სალომეს უბიძგებდნენ, შეეწყალებინა ნიკა გვარამია. გვახსოვს, შეწყალების შემდეგ ის აღტაცებული „ტვიტები“ და განცხადებები, რომლებიც მოდიოდა სხვადასხვა თანამდებობის პირისგან და ევროკავშირისგან, რომ ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. რა ვიცი, ვინმემ შეატყო, რომ დეპოლარიზაცია მოხდა ამით? პირიქით, ვხედავთ აგრესიულ ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ გადასულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ ტერორზე. შესაბამისად, აქაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა: როგორც კი ხდება ქართულ მართლმსაჯულებაში და პოლიტიკაში ჩარევა, ეს მხოლოდ აზიანებს ქართულ დემოკრატიასა და ქართველ ხალხს. ძალიან ვწუხვარ, რომ ზუსტად ასეთ შემთხვევებში ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი იყო ჩართული. გახსოვთ, ევროპარლამენტარებმა ისიც კი განაცხადეს, რომ მათ ქართველ ხალხზე ადრე იცოდნენ, რომ ნიკა გვარამიას იწყალებდა სალომე ზურაბიშვილი. სამარცხვინო ფაქტია, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე მყოფი ადამიანი უცხოელებს უთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს ისე, რომ ქართველმა ხალხმა საერთოდ არაფერი არ იცის და შემდეგ, პოსტფაქტუმ იღებს გადაწყვეტილებებს“

თეგები: შალვა პაპუაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved