• რეკლამა
  • კონტაქტი
00:11, შაბათი, 13 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბომბი სასტუმროში 2 თვით ადრე შეიტანეს – როგორ მოკლეს ჰანიე? – „ნიუ იორქ თაიმსი“

ალია ავტორი - ალია
20:23 08-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
381

„ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე დისტანციური მართვის ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანის სასტუმროში, რომელიც ფარული შეხვედრებისთვის გამოიყენებოდა, ორი თვის ადრე ფარულად შეიტანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორქ თაიმსი“ ავრცელებს.

ამერიკული გამოცემა ირანელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კუთვნილ შენობაში ფარულად შეიტანეს და ისმაილ ჰანიეს ოთახში ყოფნის დროს აამოქმედეს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რეზიდენციაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ოფიციალური შეფასებით, აფეთქებამ ჩაამსხვრია ფანჯრები და ჩამოანგრია შენობის კედლის ნაწილი, თუმცა თავად შენობას მინიმალური ზიანი მიადგა, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ სარაკეტო დარტყმა ნაკლებად სავარაუდოა.

ირანული წყაროს ინფორმაციით, თავდასხმის სიზუსტე ჰგავდა დისტანციური მართვის სისტემას, რომელიც ისრაელის დაზვერვის სამსახურის, „მოსადის“ გუნდმა 2020 წელს ირანელი ბირთვული მეცნიერის, მოჰსენ ფახრიზადეს მოსაკლავად გამოიყენა.

ისმაილ ჰანიეს მკვლელობაზე ისრაელი ოფიციალურად არ საუბრობს, თუმცა, დასავლური მედიის ცნობით, ისრაელის დაზვერვის წარმომადგენლებმა შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის სხვა მთავრობებს მაშინვე აცნობეს ოპერაციის დეტალების შესახებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved