• რეკლამა
  • კონტაქტი
03:53, პარასკევი, 24 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“გამოვიჭირეთ… მაგიდა ააყირავეს… გავდივარ სიიდან” – ჩერგოლეიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:13 08-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,904
თამარ ჩერგოლეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე, სადაც ცნობილი გახდა, რომ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ევროპული საქართველო დატოვა, თქვა:

სიიდან გავდივარ, რასაკვირველია.

მე პარტიის არც თანამდებობის პირი ვყოფილვარ, არც ოფიციალური წევრი. 2021 წელის გაზაფხულზე შევუერთდი მიწასთან გასწორებულ პარტიას, ჩემთვის ეს საინტერესო გამოწვევა იყო სწორედ იმიტომ, რომ მიწასთან იყო პარტია გასწორებული და მეგონა, რომ ძველ, მანკიერ ტრადიციებთან ნაკლები ბრძოლა მომიწევდა და პირდაპირ შევძლებდი ახალი წესების დანერგვას.

თუმცა, ვხედავდი რა გიგი წერეთელს და კაკო ბობოხიძეს, ბუნებრივია, ეჭვი მეპარებოდა ჩემი განზრახვების შესრულების შესაძლებლობაში და ამიტომ 2.5 წელი სრულიად გარედან, ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე ვიმუშავე.

რაც ამ ხნის პერიოდში გაკეთდა პარტიაში, ყველაფრის იდეა, ყველაფრის განხორციელება, ყველაფრის დაფინანსება იყო იმ გუნდის, რომელსაც მე წარმოვადგენ.

თბილისში პარტიის რეიტინგი 5.4%-მდე გაზარდა იმ გუნდმა, რომელსაც მე წარმოვადგენ. ის, რომ ეს ამ გუნდის დამსახურებაა, გამოჩნდა პრაიმერიზშიც, იმიტომ, რომ თბილისი პირწმინდად მოვიგეთ მეორე გუნდმა, თან თვითდინებით მოსული ხალხით.

როდესაც პარტიასთან შეერთება გადავწყვიტე, დავწერე პროექტი პარტიის ჩემეული ხედვის, შევათანხმე პარტიის ყველა ლიდერთან, გავუგზავნე ყველა საერთაშორისო პარტნიორს ანუ ვისაც ჩვენს პარტიასთან რაიმე კომუნიკაცია ჰქონია, და ყველამ იცოდა, როგორი წესებით ტარდება პრაიმერიზი და, რას ვაკეთებთ. ყველანაირი მხარდაჭერა არსებობდა, რომ მხოლოდ მხარდამჭერებს ეფუძნებოდა, და შუა პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ 900 დელეგატი რომ გადავუმოწმეთ, იქიდან 56 იყო მხოლოდ ევროპული საქართველოს მხარდამჭერი, დანარჩენები იყვნენ ნაცები, ქოცები, ახლები და ა.შ.

რეალურად, ეს ორი ადამიანი ავალებდა ხალხს, რომ სხვა პარტიის წარმომადგენლებს აერჩიათ ჩვენი ლიდერშიფი, მიუხედავად იმისა, რომ ამაში გამოვიჭირეთ, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ბევრი რამ მოხდა, რაც მათ უნდობლობას აღძრავდა, მაინც მივიღეთ ის შედეგები, რა შედეგებიც დადგა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მეტი გადაუწყვეტელი დელეგატი ჰყავდათ, ვიდრე ჩამოყალიბებული, რომელიც ღიად იძახის, რომ ევროპულ საქართველოს უჭერს მხარს და არ ვიცი, ზიდეს ეს ხალხი და საოცრებები აკეთეს.

მივიღეთ შედეგები, გაგვიხარდა, რადგან მაინც ვერ მოგვიგეს იმ ანგარიშით, რაც უნდოდათ, პოლისატჭოზე კონტროლის დაკარგვის გამო დაიწყეს პარტიის აყირავება და როგორც ჩანს, მათი სურვილი იყო, ჩვენ გვემუშავა, პარტიის რეიტინგი გაგვეზარდა, მაგრამ როცა საქმე უკვე დამსახურებულ ძალაუფლების გაყოფაზე მიდგა, მაგიდა ააყირავეს.

3 თვეში ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ბრძოლა მოსაგები, ჩვენ ახლა ერთმანეთს კი არ უნდა ვუპირისპირდებოდეთ, როცა პრაიმერიზი მორჩა, და რაღაცა შიდა ბრძოლებს კი არ უნდა ვიწყებდეთ, უნდა გადავდიოდეთ ნაციონალურ კამპანიაზე. რომც მოვიგოთ ეს შიდა ბრძოლა, პარტია იქნება ისეთი დასახიჩრებული, რომ ამ პარტიაზე პახუხისმგებლობის აღება, რომ 5%-ს გადალახავს და იმ ბრძოლაში შევა, უბრალოდ უსინდისობა და ჩვენი ამომრჩევლის მოტყუებაა.

ჩვენი პარტია არის დიგიტალური რეალურად, არაფერი არ არის, რაც იქ დარჩება, იმიტომ, რომ ყველაფერი დევს ერთ ყუთში, ყველაფერი არის ციფრული, ამით არის ის ლამაზი, ამიტომ იზრდებოდა… ის ყუთი არსად არ მიდის, ჩვენ რაც გვაქვს, თან დაგვაქვს. პოლიტიკურ მოღვაწეობას ცხადია, ვაგრძელებთ, ამ ბრძოლაში იმიტომ არ შემოვსულვარ, რომ კაკო ბობოხიძემ და გიგი წერეთელმა ხელი შემიშალონ და გეგმების შესახებ გაგაგებინებთ აუცილებლად. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი უკეთესად იქნება, ვიდრე დღეს არის…

ყველა [თანამოაზრეა], ვის სახელსაც რაიმე ახალი უკავშირდება ამ პარტიაში ანუ ვინც კი უკავშირდება ამ პარტიის პროგრესს, იქ არავინ არ რჩება.

რომ მივედი მართლა ტიტვლები დავდიოდით, მე და გიგა ვიყავით და რა გვენაღვლებოდა.
მაგრამ იმდენი წამოვედით, გუდბაი სიტიტვლევ ? (ეს არასრული შემადგენლობაა).
შეიძლება იყოს 10 people გამოსახულება

ვტოვებ თავმჯდომარეობას, ვერ დავრჩები ვერც ამ სიაში, ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში – ბოკერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად – საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში

13:18 04-23-2026
გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
ახალი ამბები

გორგიამ და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს

13:07 04-23-2026
სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას
ახალი ამბები

სილქნეტი აგრძელებს პროექტის “მსახიობები ლიტერატურისთვის” მხარდაჭერას

12:30 04-22-2026
„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა
ახალი ამბები

„გააცოცხლე“ – თიბისელების ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა

12:06 04-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved