• რეკლამა
  • კონტაქტი
01:16, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სრული სიგიჟე! სრული სირცხვილი! თავად სახელმწიფოს გაუღია კარი ამ საზიზღარი, ამაზრზენი ბიზნესისთვის” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
13:58 08-01-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
12,284
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
? 1 აგვისტოს, 14 საათზე სოლიდარობის ჯაჭვი შეიკვრება მექანიზაციის ქ. N 2-ში, სადაც “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლები უკვე თითქმის ოცი დღეა გაფიცულნი არიან და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
? სამარცხვინოა სახელმწიფო, რომელიც ახალგაზრდებს სხვა არჩევანს არ უტოვებს და ქმნის გარემოს, სადაც ადამიანებს ონლაინ-კაზინოში დასაქმების გარდა სხვა გამოსავალი არ აქვს. გაფიცულთა გვერდზე ისიც კი წავიკითხე, რომ “ევოლუშენ ჯორჯიას” ქართულ ბაზარზე შემოსვლაში თავისი წვლილი “აწარმოე საქართველოსაც” მიუძღვის.
სრული სიგიჟე! სრული სირცხვილი! თავად სახელმწიფოს გაუღია კარი ამ საზიზღარი, ამაზრზენი ბიზნესისთვის.
მოკლედ, სანამ მორალისტები გამოვარდებით და ამ ახალგაზრდებს გააკრიტიკებთ ონლაინ-სამორინეში მუშაობის გამო, ჯერ თქვენი ხელისუფლებისკენ მიმართეთ მზერა და დაფიქრდით რა არჩევანი აქვთ დღეს საქართველოში ჩვენს თანატოლებსა და უმცროს თაობას!
? დაბეჯითებით მოგიწოდებთ წაიკითხოთ გიორგი ღვინჯილიას სტატია ? https://www.mautskebeli.ge/all-articles/1491
ღვინჯილია თავის ტექსტში რამდენიმე საგულისხმო მონაცემს გვიზიარებს:
✅️ “ევოლუშენი” 23 მილიარდის საბაზრო კაპიტალს ფლობს. 2023 წლის სუფთა მოგებამ მილიარდი დოლარი შეადგინა, 2024 წლის პირველი კვარტლისამ კი ნახევარი მილიარდი.
✅️ კომპანიის 16 000 თანამშრომლიდან 8 000 საქართველოშია დასაქმებული.
✅️ 2018 წელს კომპანიის თბილისის განყოფილებაში მხოლოდ 1000 ადამიანი მუშაობდა, დასაქმებულთა რაოდენობა სულ მუდამ იზრდება.
✅️ რა განაპირობებს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას “ევოლუშენის” თბილისის ფილიალში?
– ჩვენს ქვეყანაში დასაქმებული დაუცველია, ელემენტარული შრომითი უფლებების გამოყენებაც უჭირს, საწარმოს ბევრი არაფერი მოეთხოვება, შეუძლია მონათმფლობელი გახდეს.
– საქართველოში კატასტროფულად მაღალია უმუშევრობის მაჩვენებელი 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შორის. საქსტატის მონაცემებით ამ ასაკის ახალგაზრდების 31% არც სწავლობს და არც მუშაობს (სინამდვილეში, ალბათ, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია).
– ქართველ ახალგაზრდებს სხვა სამუშაოს პოვნა უჭირთ. ქვეყანაში არაფერი მუშაობს. არადა, მათ გადასახდელი აქვთ სწავლის ქირა, ბინის ქირა, ჯანდაცვისა და სოციალური სისტემისგან მიტოვებულ მშობლებზე ზრუნვის ვალდებულებაც აწევთ მხრებზე, ბევრი მარტოხელა დედაა და ა.შ. შესაბამისად, სხვა გზა არ აქვთ.
– ქართველ ახალგაზრდებს თავად აქვთ თამაშის გამოცდილება, ამიტომ უნარიანი, კომპეტენტური დასაქმებულები არიან ???
✅️ მომავალში სათამაშო ბიზნესის უდიდესი ნაწილი ვირტუალურ სივრცეში გადაინაცვლებს. მაშასადამე, კომპანიას ყველა შემთხევაში დიდი ზრდა მოელის წინ.
? ერთი სიტყვით, “ევოლუშენი” თავის კოლოსალურ მოგებას ჩვენი ახალგაზრდების გაჭირვებაზე აშენებს და მათი სასიცოცხლო, თვითგანვითარებისთვის აუცილებელი ენერგიის პარაზიტია! და მიუხედავად ამისა, ოდნავ უკეთესი ხელფასის გადახდაც არ უნდა.
ამიტომ კბილებში უნდა მოხვდეს! (პოლიტიკურად)
ფოტო: ლექცია გაფიცულებთან / ამომრჩევლები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ონლაინ ტექგანათლება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს

13:46 07-14-2026
ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი „ჰკითხე ექსპერტს“ კამპანიის ფარგლებში გადახდის მოქნილ პირობებს განმარტავს

19:38 07-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved