• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, ორშაბათი, 15 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილის ფარისეველთა ბრბოდან, 120 დეპუტატიდან არცერთ კლოუნს ნახევარი სიტყვაც კი არ უთქვამთ ამაზე” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
01:31 07-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
9,013

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

?? დღეს დილით აშშ-ის კონგრესს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

მის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე ამერიკელებს სენატორ ბერნი სანდერსის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდათ.

სენატის სხდომაზე ვერმონტელმა სოციალისტმა აღნიშნა:

?️ამერიკის ისტორიაში პირველად კონგრესის გაერთიანებულ კრებაზე სიტყვით გამოსვლის პრივილეგია, პატივი ეძლევა ომის დამნაშავეს – ბენიამინ ნათანიაჰუს!

?️ ისრაელს ჰქონდა და აქვს თავდაცვის უფლება, მას “ჰამასის” 7 ოქტომბრის მხეცური ტერორისტული თავდასხმა უპასუხოდ არ უნდა დაეტოვებინა. ნეთანიაჰუს ექსტრემისტებითა და რასისტებით დაკომპლექტებულმა მთავრობამ თავდაცვის უფლების გამოყენების ნაცვლად გადაწყვიტა წამოეწყო ტოტალური ომი მთელი პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ. ტოტალური ომი ფეხქვეშ თელავს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს, ამერიკის კანონებს, ზოგად ჰუმანურ ღირებულებებს.

?️ 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზას სექტორში დაწყებულ, თანამედროვე ეპოქის ყველაზე დიდ ჰუმანიტარულ კატასტროფას უკვე ემსხვერპლა 39 000 ადამიანის სიცოცხლე, დაჭრილი და დაშავებულია 89 000 მოქალაქე. მსხვერპლისა და გაუბედურებული ხალხის 60%-ს ქალები, ბავშვები და მოხუცები წარმოადგენენ. ეს ყველაზე ოპტიმისტური სტატისტიკაა, ღმერთმა უწყის რამდენი ადამიანია ჩაკარგული ნანგრევების მთებში.

ტოტალური ომის დაწყებიდან დღემდე ღაზას სექტორის მოსახლეობის 90%-ს (1.9 მლნ ადამიანი) სულ მცირე სამჯერ-ოთჯერ მოუწია თავისი სახლიდან თუ თავშესაფრიდან გაქცევა და დევნილობა.

წყლის, საკვების, წამლის, სამედიცინო მომსახურეობის დეფიციტი ტანჯავს 2.2 მილიონ ადამიანს.

?️ ტოტალურ ომს ისრაელის ხელისუფლება აწარმოებს ამერიკული იარაღითა და აშშ-ის ირიბი ფინანსური დახმარებით. პასუხისმგებლობა აშშ-ის მთავრობასაც ეკისრება, რომელმაც ისრაელზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს და დახმარების საომარი მიზნებისთვის გამოყენებას შეუშალოს ხელი.

–

ბერნი პოლონეთიდან გამოხიზნული ებრაელების ელაი და დოროთი სანდერსების შვილია. მას ვერავინ ასწავლის, თუ რას ნიშნავს ებრაელთა დევნა და ანტისემიტიზმის გამანადგურებელი სუსხი.

ბერნის, როგორც ამერიკის სინდისსა და ნამუსს, სამართლიანობისთვის მებრძოლ განუმეორებელ ფიგურას და როგორც ელაისა და დოროთის შვილს არ აქვს უფლება ჩუმად, პროტესტის გარეშე შეხვდეს ომის დამნაშავის კონგრესში შემობრძანებას!

დიდი მადლობა, სენატორო!!!

P.S. “ქართული ოცნების” შეთქმულების თეორიის კრიტერიუმებს თუ მივყვებით “გლობალური ომის პარტიის” კლასიკური წარმომადგენელი ბენიამინ ნათანიაჰუ გამოდის.

ივანიშვილის ფარისეველთა ბრბოდან, 120 დეპუტატიდან არცერთ კლოუნს ნახევარი სიტყვაც კი არ უთქვამთ ისე, სასხვათაშორისოდ ტოტალური ომის წინააღმდეგ.

მშიშრებო, ფლიდებო! მარტო ოლაფ შოლცისა და მაკრონის გაშაყირებაში ხართ მაგრები, მაგისთვისაც მოგხვდებათ ცხვირში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
ახალი ამბები

თიბისის  ბიზნესგანათლების  პროგრამაში, მაისის თვეში,  500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო

14:07 06-12-2026
Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved