• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ურთულესი ოპერაცია და სამ თვეში ცხოვრების აქტიურ წესს დაბრუნებული პაციენტი – “ამას ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც ვერ წარმოვიდგენდი”

ალია ავტორი - ალია
16:17 07-22-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
950

“ალიას“ ესაუბრება მზიული ქარქაშაძე, რომლის მამასაც ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა და ოპერაციიდან 3 თვეში, უკვე აქტიური ცხოვრების წესს დაუბრუნდა. მზიული გვიყვება, რომ მისთვის და მისი ოჯახისთვის,  ექიმის პროფესონალიზმთან ერთად, გადამწყვეტი აღმოჩნდა,  კლინიკის დამოკიდებულება პაციენტისათვის.

მზიული ქარქაშაზე:

-მამაჩემს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა შარშან ერთ–ერთ კლინიკაში, ანუსპრეტერნატურალი (ნაწლავის გარეთ გამოტანა) გახდა საჭირო, მოულოდნელად გახდა შეუძლოდ და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაგვიყვანა კლინიკაში. მას შემდეგ ჩავიტარეთ რამდენიმე საპროფილაქტიკო მკურნალობა და 10 თვის თავზე, როცა ნაწლავის რეკონსტრუქცია დრო დადგა, დავიწყეთ კლინიკის და იმ ექიმის ძებნა, რომელსაც მამას ოპერაციას ვანდობდით. ძალიან კარგმა და ჩვენთვის სანდო ექიმებმა გვირჩიეს ნიუ ჰოსპიტალსი და ზოგადი ქირურგი, ლაპარასკოპისტი,  ნოდარ ჩხიკვაძე.

ჩვენ დასავლეთიდან ვართ,  თბილისში არ ვცხოვრობთ, ჩამოვედით, გავიცანით ნოდარ ჩხიკვაძე და მახსოვს, პირველად რომდავინახე, გავიფიქრე, ვაიმე, რა ახალგაზრდაა, (იცინის) და დავიწყე მასზე ინფორმაციის მოძიება, სად უმუშავია, სად ისწავლა, რა გამოცდილება აქვს, რაც მეტი გავიგე, მით მეტად მოვიხიბლე, თუმცა, აქვე ვიტყვი, საერთოდ რომ ვერ მეპოვა მასზე რაიმე ტიპის ინფორმაცია, მაინც მასთან გაიკეთებდა მამა ოპერაციას, რადგან გამორჩეული ბუნების ექიმია, გისმენს, კვლევებზე მიგყვება, კვლევების შედეგებს შენთან ერთად იგებს, დიაგნოზს ყურადღებით ადგენს. თუ სადმე დედას დაულოცავს შვილი, ყველა ამ ადამიანში მგონია თავმოყრილი.

დღეს თუ მამა სრულად გამოჯანმრთელებულია, მხოლოდ ამ ადამიანის დამსახურებაა. ძალიან რთული ოპერაცია იყო ჩასატარებელი, რადგან სამწუხაროდ, პირველი ოპერაციისას, არ ვიცი დაუდევრობით, არ ვიცი, რა მიზეზით, მაგრამ ნაწლავზე უამრავ ადგილზე იყო შეხორცებები და ყველა მათგანი სათითაოდ იყო გასახსნელი.

ოპერაცია დაგეგმა და ჩაატარა ტრადიციული ქირურგიული მეთოდით, 4 საათს გაგრძელდა ოპერაცია. რაც მეტი დრო გადიოდა, მით მეტად ვნერვიულობდი. ოპერაციის გამოსვლისთანავე დამირეკა, ამწამს დავასრულე ოპერაცია და ყველაფერი კარგადააო – ამ სიტყვების მოსმენა რად მიღირდა, ახლაც ვერ ავხსნი, შეუძლებელია ამის სიტყვებით გადმოცემა.

ყოველთვის ხაზზეა, ყოველთვის იცის ჩვენი მდგომარეობა, როგორ მიდის გამოჯანმრთელება, რა მდგომარეობაშია ჭრილობა, როგორ მიდის რეაბილიტაცია.

მამაჩემის განკურნებაში უდიდესი როლი სწორედ ადამიანურ ფაქტორს ჰქონდა და აგიხსნით რას ვგულისხმობ – მდგომარეობა იყო მძიმე, გამომდინარე შეხორცებებიდან, და ამასთან ერთად რომ დაგვჭირვებოდა  ექიმებთან სირბილი დღეში 15–ჯერ, რათა პასუხი მიგვეღო, ნამდვილად ვერ შევძლებდით ამდენს, რადგან როგორც აღვნიშნე არ ვცხოვრობთ  თბილისში. სამწუხაროდ, ექიმების უმრავლესობასთან კომუნიკაციის პრობლემაა და თუ ამ წერილს ექიმები კითხულობთ, მინდა იცოდეთ, მკურნალობაზე, პროფესიონალიზმზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებისათვის სწორი კომუნიკაცია. ექიმებო, ხშირად, თქვენთან მოსვლის გვეშინია კიდეც, ამიტომ თუ ძალიან არ გვაწუხებს ჯანმრთელობა თავს გარიდებთ, სწორედ, არასწორი კომუნიკაციის გამო, რის შემდეგაც იმასაც კი აღარ აქვს მნიშვნელობა, როგორი პროფესიონალები ხართ.

რეაბილიტაცია ზუსტად ისე განვითარდა როგორც ოპერაციის წინ ბატონმა ნოდარმა გვითხრა, სიმართლე რომ ვთქვა, მცირედი ცვლილებებითაც რომ წასულიყო რეაბილიტაციის პროცესი, უკმაყოფილო არც მაგ შემთხვევაში ვიქნებოდი, იმდენად კარგად ჩაიარა ოპერაციამ, მაგრამ ერთი ნიუანსიც არ ყოფილა, რომელიც ზუსტად ისე არ მოხდა, როგორც ექიმმა გვითხრა.

მინდა მადლობა ვუთხრა მთელ პერსონალს, მშვიდად, ყურადღებით გისმენენ, გეხმარებიან, საკმარისი იყო ერთი ზარი, ერთი თხოვნა, და კვლევების პასუხები მყისიერად მქონდა მეილზე გამოგზავნილი.

განვმეორდები, – რომ არა ექიმის და მთლიანად კლინიკის ასეთი გვერდით დგომა პაციენტის და მისი ოჯახისთვის, ალბათ, ოპერაციამდე ვერც მივიდოდით. ცალკე უნდა აღვნიშნო, იდეალური სისუფთავე, წკრიალებდა კლინიკა.

მინდა ისიც ვთქვა, რომ სრული დაფინანსებით გაკეთდა ოპერაცია და დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროსაც, ჩვენთვის ეს ძალიან დიდი დახმარება იყო, ნამდვილად ვიგრძენი სახელმწიფოს გვერდით დგომა, თუმცა, სამწუხაროდ, კომუნიკაციის პრობლემა სამინისტროსთანაც იყო.

მამა სატრანსპორტო კომპანიის მძღოლია. იმ ოპერაციიდან, რომელიც ნოდარ ჩხიკვაძემ ასე პროფესიონალურად ჩაატარა, 3 თვეში, მუშაობს და აქტიური ცხოვრების წესითაც ცხოვრობს. ამის წარმოდგენა ყველაზე ოპტიმისტურ სცენარშიც კი ძალიან გვიჭირდა.

( R)

 

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved