• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“SOS! ემიგრანტთა ჯგუფებში დაიწყეს პროპაგანდის და ყალბი ამბების გავრცელება” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:59 07-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,410

ჟურნალისტი, ნაზიბროლა რეხვიაშვილი:

SOS‼️
რამდენიმე ფბ ჯგუფს ვადევნებ თვალს, ემიგრანტების ჯგუფებია, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ში მყოფები წერენ, მსჯელობენ…
ჰოდა ბოლო ორი-სამი თვეა, აქტიურად დაიწყეს ნეგატიური ამბები გაზიარება – ხან ვიღაცამ კანონი დაარღვია და პოლიცია დროულად არ მივიდა, ხან დამქირავებელმა ზედმეტი მუშაობა მოსთხოვა, ხან რომელიღაც უწყების თანამშრომლები “დაბოლილები” აღმოჩნდნენ და ა. შ. ძირითადად აშშ-ს ერჩიან ბოლო რამდენიმე დღეა.
მერე ვიღაც კომენტარებში იკითხავს, ეგ მართლა აშშ-ში მოხდა, ან, ვთქვათ, გერმანიაში?
და მიდის პოლემიკა, რა კარგია საქართველო და როგორი ცუდია დასავლეთი. ნუ ცუდი რომაა დასავლეთი – ეგ ფრთა დასავლეთიდან წერს ამას და თან აშკარად უმცირესობაშია, მაგრამ აქტიურად ამტკიცებს, რომ საქართველოში ცხოვრება სჯობს.
ახალი სივრცე აქვთ პროპაგანდისტებს – ემიგრანტთა ჯგუფებში დაიწყეს პროპაგანდის და ყალბი ამბების გავრცელება ვიღაცებმა. რატომ? იმიტომ რომ არჩევნებია მალე და ის ნარატივი, რომ დასავლეთი ცუდია და საქართველოს არაფრად სჭირდება, ამ ჯგუფებში გაააქტიურეს, რადგან ემიგრანტების ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, მეზობლები (მოგეხსენებათ, ეს ფრიად სოლიდური რაოდენობაა, ფაქტობრივად, ყველა ოჯახიდან ერთი მაინც ემიგრაციაშია) არიან სამიზნე აუდიტორია, კითხულობენ, ნაწილი დაიჯერებს, თუმცა უმეტესობა სიტყვას არ არჩენს, ეკამათება.
ჰოდა რისი თქმა მინდა: დიახ, დასავლეთშიც არის არადემოკრატიული და არაკეთილსინდისიერი გამოვლინებები, ოღონდ იქ სახელმწიფო ყოველთვის ადამიანის უფლებების სადარაჯოზე დგას და ადეკვატურად რეაგირებს, მოქალაქის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს, გარემოს უსაფრთხოებასა და დაცულობაზე. თუ რომელიმე ქვეყანასა და ქალაქში კრიმინალის დონე მაღალია, იქ ემიგრანტების ყველაზე დიდი რაოდენობაა და დააკვირდით, ვინ არიან ხოლმე კანონდამრღვევები – გაჭირვებული ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები, რომლებმაც ან სამსახური ვერ იშოვეს, ან კი იშოვეს, შეიძლება ლეგალურად მუშაობისა და ცხოვრების უფლება მოიპოვეს, მაგრამ კანონმორჩილებას ვერ მიეჩვიენ და კეთილსინდისიერ, მშრომელ ემიგრანტებსაც სახელს უტეხენ, მათ მომავალსაც სასწორზე დებენ. სადაც ნაკლები ემიგრანტია, იქ გაცილებით უკეთესი სიტუაციაა.
თუ ასე არაა, გამოასწარით, რა დაგრჩენიათ, რას იტანჯავთ თავს, ჩავჩოჩდებით ცოტა და მოგიძებნით თქვენც ადგილს, დასავლური ცხოვრებით უკმაყოფილოებს.
პრინციპში, ჩვენ კი ჩავჩოჩდებით თქვენთვის, მაგრამ არ მგონია, რუსებმა თავს გაუჭირვონ, კარგად არიან აქ, ფართოდ, კომფორტულად და თავს არ შეიზღუდავენ. გირჩევნიათ, ისევ საქართველოს უკეთეს მომავალს მისცეთ ხმა და რუსეთისკენ არც გაიხედოთ, არ არსებობს კეთილი და მზრუნველი რუსეთი. შეიძლება, ოდესმე ოკუპანტი აღარ იყოს, მაგრამ დღეს ის ბოროტმოქმედი და დამპყრობელია, მკვლელი და ომის დამნაშავე.
მოერიდეთ!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved