• რეკლამა
  • კონტაქტი
21:29, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად მქონდა იმდენი გამბედაობა, რომ მეთქვა: – ბიჭო, შენ გელოდებოდი…” – ბელა ალანია

ალია ავტორი - ალია
18:08 07-15-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
257

პოლიტიკოს შალვა ნათელაშვილის მეუღლე, პოეტი, ბელა ალანია, წერს:

საღამოდან დაბრუნებულს სახლში არავინ დამხვდა. ხომ არის დღეები, როცა გგონია თუ გეჩვენება, რომ კარგად გამოიყურები.
მინდოდა, შალვას ვენახე ასეთ ფორმაში. ჰოდა, მისაღებ ოთახში სავარძელში მივკალათდი. ფეხსაცმელიც არ გამემეტა გამოსაცვლელად.
ვზივარ მოთმინებით და ველოდები. შიგადაშიგ სარკისკენ გამექცევა თვალი. თმა წესრიგშია, თუჩსაცხიც არ გადამსვლია.
ამასობაში მოვიდა დაკო:
– რა კარგად გამოიყურები, სტუმარს ელოდები?
– არაა, დამეზარა გამოცვლა.
დაკოს მოჰყვა ბექა:
– დე, გიხდება ეს კაბა! ვინმეს ელოდები?
– გმადლობ, ბექ! არაა, დამეზარა გამოცვლა.
ცოტა ხანში კარზე ზარის ხმა გაისმა და კარი გავუღე თუ არა, შალვამ მითხრა:
– როგორ გიხდება! სტუმარი გვყავს თუ ელოდები?
– არა! სტუმარს არ ველოდები. დამეზარა გამოცვლა.
ვთქვი და გამეცინა ჩემს თავზე.
ორი საათი რომ ასე, თოჯინასავით გამოწყობილი ვიჯექი.
წამში გავიძრე ქუსლიანი ფეხსაცმელი, ჩავიცვი პირსახოცის ხალათი და ფაჩუჩები,
მღვდელი ჭილოფში იცნობაო, კომპლიმენტმაც არ დააყოვნა. (ეგ არ ავიწყდება).
აბა სად მქონდა იმდენი გამბედაობა იმისათვის, რომ მეთქვა:
– ბიჭო, შენ გელოდებოდი, რომ ამ ლამაზ კაბაში მოგწონებოდი.
შეიძლება იყოს 1 person გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved