• რეკლამა
  • კონტაქტი
11:05, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდა

ალია ავტორი - ალია
11:52 07-10-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ დაფუძნდა. მოძრაობის დამფუძნებელი ჯგუფის წევრები არიან: ვატო შაქარიშვილი, ბიძინა გიორგობიანი, ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ლევან ნიკოლეიშვილი.

მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ვატო შაქარიშვილის თქმით, ახლად დაფუძნებული მოძრაობა “არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი”.

„მოძრაობა არსებით სიახლეს შეიტანს იმ არაჯანსაღ პოლიტიკურ დისკურსში, რომლის მძევლადაც აქციეს ქართველი ხალხი წლების მანძილზე როგორც ოპოზიციამ, ისე, მნიშვნელოვანწილად, ხელისუფლებამაც.

განსაკუთრებით ბოლო 2 წელია, ქართული საზოგადოება იქცა ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკურ მძევლად, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უდიდესი საფრთხის შემცველია. ყველას კარგად მოეხსენება, რა შედეგი მიიღო უკრაინამ მას შემდეგ, რაც უკრაინული საზოგადოება 2013 წელს იმავე თემის პოლიტიკურ მძევლად აქციეს. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური საკითხი, რომელიც დოგმად გარდაიქმნება და საზოგადოებაში რაციონალურ და პრაგმატულ მსჯელობას აღარ ექვემდებარება, სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საშიშ ინსტრუმენტად შეიძლება გამოიყენონ.

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული როგორც ყველა ის სიკეთე, რომელიც ევროპას 60-წლიანმა უწყვეტმა მშვიდობამ მოუტანა და რომელიც მას დღემდე ინერციით ჯერ კიდევ მოჰყვება, ისე ის ღირებულებითი, დემოკრატიული კრიზისიც, რომელშიც ევროკავშირი 2008 წლის შემდეგ აღმოჩნდა.

დღეს უამრავი მაგალითი ადასტურებს, რომ ევროპული პოლიტიკაც და ბიუროკრატიაც არა ევროპული ხალხის, არამედ თავიდან ბოლომდე უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით გაუხსნეს მათ კარი ტოტალურ მიგრაციას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს ეროვნულ იდენტობას სწრაფი ტემპით აკარგვინებს. სწორედ უცხო ქვეყნის დავალებით ანაცვლებენ ისინი ევროპისთვის ტრადიციულ რელიგიას – ქრისტიანობას ახალი რელიგიით, რომელსაც LGBTQI+ ეწოდება”, – განაცხადა შაქარიშვილმა პრეზენტაციის წარდგენისას.

შაქარიშვილის თქმითვე, ერთი წლის შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

„იმისთვის, რომ საზოგადოება სწორი მიმართულებით განვითარდეს და ხალხმა პოლიტიკაში არა ყალბი დოგმებით, არამედ პრაგმატულად იაზროვნოს, ვქმნით საზოგადოებრივ მოძრაობას, რომელიც დაახლოებით ერთი წლის თავზე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება”,- განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved