• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, ორშაბათი, 7 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რეზო გაბრიაძე 88 წლის გახდებოდა

ალია ავტორი - ალია
11:29 06-29-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

რეზო გაბრიაძე 29 ივნისს 88 წლის გახდებოდა. ივნისში დაბადებული ივნისშივე შეერთო მარადისობას. სამი წლის წინ წავიდა. წავიდა და დიდი სევდა დატოვა…

გენიალური რეზო გაბრიაძე დაგვრჩა კინო შედევრებში, ქუთაისურ, ცხელ ქარებიან ქუჩებში, მარიონეტების თეატრში, პოეტურ საათის კოშკში… შეგხვდებათ ყველგან, რაც მის ასოციაციას მოგიტანთ.

***

1936 წელს ქუთაისში დაიბადა. ერთდროულად იყო მწერალი, მოქანდაკე, მხატვარი, რეჟისორი… არის 35-ზე მეტი ფილმის ავტორი. მისი სცენარებითაა გადაღებული დაუვიწყარი ფილმები: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (1968), „არ იდარდო“ (1968), „ფეოლა“, „ქვევრი“ (1970), „თეთრი ქარავანი“ (1972), „შერეკილები“ (1973), „მიმინო“ (1977), „ქინ-ძაძა“ (1986) და სხვ. დაწერილი აქვს მოთხრობები და რომანი „ქუთაისი ქალაქია“.

წერდა ქუთაისზე, თბილისზე, თუმცა ისეთ ჭრილში, რომ მის პერსონაჟებს ჩვენი პლანეტის ნებისმიერ წერტილში აცხოვრებ და იქაურიც გეგონება.

“მე თბილისის ყველაზე კოლორიტული ფიგურები ამოვარჩიე და იმ დროისათვის ჩემთვის უცნობ პარიზში გადავასახლე. ზოგი პერსონაჟი პირდაპირ ვირის ბაზრიდან აღმოჩნდა პარიზში და საკუთარი ინტრიგები ჩაიტანა”, – ასე წერდა თავად.

მისი მარიონეტების თეატრის სცენიდან გმირები – თოჯინები დიდების სათქმელს ამბობენ. 80 კაცზე განკუთვნილი თეატრი ძველ თბილისში 1981 წელს დააარსა. მარიონეტულ სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორი, და სხვა.

ო, რა მარტივი ჭეშმარიტება და გენიალურია ფილმებში მიმობნეული მისი ფრაზები… წლები გადის, ჩვენ კი ამ შესისხლხორცებულ ფრაზებს, ვიმეორებთ და არ გვბეზრდება. გაბრიაძე ჩვენი ესთეტიკაა… ჩვენი სული, გული და არსია.

ბედნიერებაა გყავდეს გაბრიაძე.

“ასეთი მრავალმხრივი და უნიკალური ნიჭის ესთეტი არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათად იქნება: რეჟისორი, მხატვარი, მუსიკალური გამფორმებელი, გრაფიკოსი, კერამიკოსი, სკულპტორი, წიგნების ილუსტრაციათა ავტორი, მარიონეტების თეატრის ხელმძღვანელი… მისი ცხოვრება ერთგვარად ჰგავს საათის იმ ულამაზეს კოშკს, რომელიც თვითონ შექმნა მარიონეტების თეატრის გვერდით. ეს საათი მარადისობის მკვიდრი ბატონი რეზოსთვის უკვე სამუდამოდ გაჩერდა” – ნათქვამი იყო პატრიარქის სამძიმრის წერილში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება
ახალი ამბები

წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი ახალი ექსპოზიციით გაიხსნება

13:18 09-06-2026
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved