• რეკლამა
  • კონტაქტი
13:41, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

9 უძრავი ქონება და ხელფასი – რა არ ჩაწერა მაღალჩინოსანმა დეკლარაციაში

ალია ავტორი - ალია
20:08 06-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,405

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ რუსუდან ფაცაციამ 2024 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება, ხელფასი და შვილის უძრავი ქონება არ მიუთითა.

დარღვევა I: რუსუდან ფაცაცია ფლობს ექვს უძრავ ქონებას, რომელთაგან არცერთი არ არის მითითებული დეკლარაციაში:

  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი – 5503 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე არსებული 578.3 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით;
  2. ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N39 – 139.81 კვ.მ. ბინა;
  3. ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N39 – 17 კვ.მ. ავტოფარეხი;
  4. ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N7 – 133.75 კვ.მ. ბინა;
  5. ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, N7 – 18 კვ.მ. ავტოფარეხი;
  6. ქ. თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა, N20ა – 1199 კვ.მ. ნაკვეთი და მასზე არსებული 469.6 კვ.მ. შენობა-ნაგებობებით.

აღსანიშნავია, რომ რუსუდან ფაცაციამ უძრავი ქონება არც წინა წელს დაადეკლარირა.

დარღვევა II: რუსუდან ფაცაციამ დეკლარაციაში არ ასახა საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთ ევროპის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება.

რუსუდან ფაცაციამ მის მიერ წლის განმავლობაში მიღებული შრომის ანაზღაურება არც წინა წელს დაადეკლარირა.

დარღვევა III: რუსუდან ფაცაციამ ასევე არ ასახა საკუთარი შვილის, ნიკა წყაროზიას, უძრავი ქონება:

  1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი – 2300 კვ.მ. ნაკვეთი
  2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი – 4907 კვ.მ. ნაკვეთი
  3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ინგირი – 2802 კვ.მ. ნაკვეთი

საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონის თანახმად, რუსუდან ფაცაცია, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვალდებულია ეს ინფორმაცია სრულად ასახოს მისი ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სსიპ ანტიკორუფციულ ბიუროს შეისწავლოს რუსუდან ფაცაციას დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს კანონის შესაბამისი რეაგირება” – წერს ორგანიზაცია. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved