• რეკლამა
  • კონტაქტი
02:15, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თიბისის პარტნიორი აკუსტიკური სერვისების მიმწოდებელი კომპანია Akustiko საკუთარ წარმოებას იწყებს

ალია ავტორი - ალია
12:21 06-19-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
113

კომპანია Akustiko უკვე ათი წელია, რაც ქართულ ბაზარზე საქმიანობს. აკუსტიკის სფეროში სპეციალიზებული კომპანია 2014 წელს დაარსდა – იმ დროს, როცა ქართულ ბაზარზე მსგავსი ტიპის ბიზნესი არ არსებობდა. Akustiko-ს დამფუძნებლისა და დირექტორის, ავთანდილ კრავეიშვილის თქმით, ასეთ ვითარებაში, პოტენციური ბიზნეს რისკების გათვალისწინებით სრულიად უცხო ბიზნესის წამოწყება ჭარბი ადრენალინის წყარო იყო დაერთგვარ შემოქმედებით იმპულსსაც შეიცავდა.სწორედ ამან მისცა ბიძგი, შეექმნა რაღაც საინტერესო, მეტი ვიდრე უბრალოდ ბიზნესი.

„2012-13 წლებში მსგავსი პროფილის კომპანიები საქართველოში არ არსებობდა. სამშენებლო-სარემონტო მასალების დახლები ფაქტობრივადცარიელი იყო ყველანაირი აკუსტიკური პროდუქტებისგან. ცნობიერების დონეც ძალზე დაბალი იყო. იმდენად დაბალი, რომ როდესაც სხვადასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებს ოფისში აკუსტიკის საჭიროებაზე ვესაუბრებოდით, უმეტეს შემთხვევაში მათი ფიქრი ხმის ჩამწერი სტუდიებისა და საკონცერტო დარბაზებისკენ მიდიოდა. უკვირდათ, თუ რა შუაში იყო ოფისთან აკუსტიკა. სხვათა შორის, ჩვენი ერთ-ერთი პირველი კლიენტი სწორედ თიბისი იყო. ჩვენ შევასრულეთ ბანკის სატელეფონო ცენტრის სრული შიდა აკუსტიკური მოსაპირკეთებელი სამუშაოები. მახსოვს, როგორ თამამად და სრული ნდობით გამოგვყვა თიბისის მენეჯმენტი. დღემდე ძალიან ქმედითად გვიდგანან მხარში საბანკო პროდუქტებისა და სერვისების კუთხით და ჩვენც,თიბისის არაერთ პროექტში ვმონაწილეობთ – მათ შორის, ვგეგმავთ ლისზე ახალი სათაო ოფისის პროექტში შესაბამისი სერვისებისა და პროდუქციის მიწოდებას“.

Akustiko-ს მიერ შემოთავაზებული პროდუქტები და სერვისი ძალზე მრავალფეროვანია და ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას აკმაყოფილებს. აკუსტიკური აზომვები და კვლევა-დიაგნოსტირება პირველია, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს, რათა დადგინდეს პრობლემის არსი. მეორე ეტაპი არის აკუსტიკური პროექტის მომზადება, რაც გულისხმობს აკუსტიკურ გაანგარიშებებს და მოდელირებას. მესამე ეტაპი კი მოიცავს, როგორც არსებული პრობლემის მოგვარების, ისე პოტენციური პრობლემის პრევენციული ღონისძიებების ბიუჯეტირებას და კომერციული წინადადების მომზადებას – ისეთი ხმის საიზოლაციო თუ აკუსტიკური პროდუქციის შეთავაზებას, რომელიც ზუსტადაა მორგებული მომხმარებლის საჭიროებას.

Akustiko გვთავაზობს ევროპულ ტექნოლოგიებს და მათი პარტნიორები უმეტესად ევროპელი მწარმოებლები არიან. აზიელი მწარმოებლების პროდუქციას კომპანია ერიდება, რადგან მათი პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე, ზუსტად უნდა იცოდნენ პროდუქტის რეალური ტექნიკურ-აკუსტიკური პარამეტრები (ხმის იზოლაცია, აკუსტიკა, ხანძარმედეგობა, ეკოლოგიურობა, მდგრადობა ტენიანობის მიმართ), ხოლო ამის გარანტია არის ევროპული და, ზოგიერთ შემთხვევებში, თურქული ლაბორატორიები.სწორედ ეს განაპირობებს პროფესიული რისკების ნულამდე შემცირებას. სხვათა შორის, კომპანიას აქვს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რომელსაც უზრუნველყოფს თიბისი დაზღვევა.

კომპანიის პროდუქცია, შეიძლება, სამ კატეგორიად დაიყოს. პირველში შედის ხმის საიზოლაციო პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება კედლის, იატაკის, ჭერის იზოლაციაში. ეს არის სისტემები, რომლებიც ერთი სივრციდან მეორეში ხმის იზოლაციისთვის გამოიყენება. მეორე კატეგორიას განეკუთვნება შიდა აკუსტიკური პროდუქტები – შეკიდული აკუსტიკური ჭერები, აკუსტიკური კედლის მოსაპირკეთებელი მასალები, რომლებიც უზრუნველყოფენ სივრცეში ექოების და შიდა ხმაურის შემცირებას. გარდა ამ ორი კატეგორიისა, Akustiko მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციასსაინჟინრო დანადგარებისთვის – პროდუქტებს, რომლებიც დანადგარების ვიბრაციისა და ხმაურის შემცირებას უწყობს ხელს.

Akustiko ქართული ბაზრის პიონერი და ლიდერია ხმის იზოლაციის სერვისებისა და პროდუქტების მიწოდების სფეროში. ამას კომპანიის მიერ წამოწყებული მორიგი თამამი პროექტიც ცხადყოფს, რომელიც უკავშირდება ქართული წარმოების ხმის საიზოლაციო პროდუქტების წარმოებას – ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯებიუკვე გადაიდგა.

„კომპანია უკვე აწარმოებს ქართულ ვიბროსაიზოლაციო სამაგრებსა და საკიდებს. ასევე ვგეგმავთ ხმის საიზოლაციო სისტემების წარმოებას. სატესტო ეტაპი წარმატებით მიმდინარეობს. ვიმედოვნებ, წლის ბოლოს გვექნება ლაბორატორიულად სერტიფიცირებული ქართული წარმოების ხმის საიზოლაციო პროდუქტი, რომელიც მობინადრემ თავისუფლად შეიძლება გამოიყენოს, როგორც დასრულებულ ბინაში, ისე მიმდინარე რემონტის დროს. მათი გამოყენება ოფისებსა და სასტუმროებშიც იქნება შეიძლება“.

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved