საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად მზადებას განაგრძობს.
გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართა მორიგი ვარჯიში, რომელშიც 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. კვლავ ინდივიდუალურად ემზადება ოთარ კიტეიშვილი, თუმცა არის პოზიტიური სიახლეც – გუნდს დაუბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მცირე ტრავმის გამო დაასვენეს.
დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება, 17 ივნისს კი გუნდი დორტმუნდში, საქართველო თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს.














კომენტარები