• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ოთხშაბათი, 16 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში საჭიროებს მიომა ქირურგიულ ჩარევას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები?

ალია ავტორი - ალია
15:57 06-14-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
349

საშვილოსნოს მიომა გინეკოლოგიურ პაციენტებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. არსებობს ასიმპტომური და სიმპტომური მიომა.

ასიმპტომური მიომა საჭიროებს მხოლოდ დინამიკურ დაკვირვებას, ხოლო სიმპტომური მიომა მედიკამენტოზურ ან ქირურუგიულ მკურნალობას, საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაციას ან მიომის რადიოაბლაციას. მკურნალობის მეთოდები ინდივიდუალურია კონკრეტულ შემთხვევაში და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე.

ალიას ესაუბრება მეან–გინეკოლოგი, ონკოგინეკოლოგი, ენდოვიდეოქირურგი, ნინო მერებაშვილი.

– რატომ გადაწყვიტეთ ექიმობა?

– ექიმობა პატარაობიდანვე მსურდა ერთი შემთხვევის გამო. მამა იყო უმძიმესი ავადმყოფი და სიცოცხლის მეორე შანსი მას ცნობილმა ვირტუოზმა ქირურგმა პროფესორმა საშა ბეთანელმა მისცა. მთელი ცხოვრება მისი მადლობელი ვიქნები. ამ ფაქტმა ჩემზე ძალიან იმოქმედა ემოციურად და გადავწყვიტე, როდესაც გავიზრდებოდი მეც დავხმარებოდი ადამიანებს გამოჯანმრთელებაში. სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლისას აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ქალის ორგანიზმი და მასში მიმდინარე პროცესები. იმ დაავადებების დიაგნოსტირება და მკურნალობა, რომლებიც უშუალოდ ქალის ორგანიზმს უკავშირდება – ამიტომ გავყევი გინეკოლოგიას.

– რა არის საშვილოსნოს მიომა? რა სიმპტომები აქვს?

–საშვილოსნოს მიომა არის საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ქალების 20-30% -ში არის გავრცელებული. არსებობს სიმპტომური და ასიმპტომური მიომა. სიმპტომურ მიომას ახასიათებს ჭარბი მენსტრუაციული სისხლდენა, ტკივილები მენჯის არეში, მუცლის გარშემოწერილობის ზრდა, გახშირებული შარდვა ან ხშირად ყაბზობა, რიგ შემთხვევაში იწვევს ორსულობის შეუნარჩუნებლობას. მიომა მენოპაუზურ ასაკში განიცდის რეგრესს – მენსტრუალურ ფუნქციის შეწყვეტასთან ერთად პატარავდება.

–რომელია საშვილოსნოს მიომის ძირითადი გამომწვევი მიზეზები?

–საშვილოსნოს მიომის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ძალიან ძნელია, მაგრამ რაც ზუსტად შესაძლებელია ითქვას, არსებობს გენეტიკური წინასწარგანწყობა. არსებობს მოსაზრება, რომ ჰორმონალური დისბალანსიც ერთ–ერთი გამომწვევი მიზეზია, მაგრამ ეს მოსაზრება საკმაოდ წინააღმდეგობრივია და დაუდასტურებელი. ბოლო პერიოდში გარკვეული როლი ენიჭება D ვიტამინის დეფიციტს მიომის კვანძის ზრდის პროცესში.

–რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა გინეკოლოგს?

–პაციენტმა ზოგადად ექიმს უნდა მიმართოს პროფილაქტიკური გინეკოლოგიური შემოწმებისათვის. პროფილაქტიკურ კვლევებს და დროულ დიაგნოსტირებას, შემდეგ კი დინამიკაში დაავადების დაკვირვებას (იზრდება, თუ არა) ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

– როგორ ხდება გამოკვლევა? უსაფრთხოა?

–კვლევა სრულიად უსაფრთხოა ეს არის გინეკოლოგიური გასინჯვა და ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება. რიგ შემთხვევებში კეთდება მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია.

– საშვილოსნოს მიომის მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

– არსებობს მედიკამენტური და ქირურგიული მკურნალობა, საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია, მიომის კვანძის რადიოაბლაცია. მედიკამენტური მკურნალობა უფრო მიმართულია ჭარბი მენსტრუალური სისხლდანაკარგის შემცირებაზე ან ტკივილის შემცირებაზე.

ქირურგიული მკურნალობა შესაძლებელია ჩატარდეს ჰისტეროსკოპიის, ლაპაროსკოპიის, ლაპაროტომიის ან ვაგინალური ქირურგიის მეშვეობით. ყველაფერი დამოკიდებულია საშვილოსნოს მიომის ტიპზე, საშვილოსნოს ზომებზე, მომავალში სასურველი ორსულობის შესაძლებლობაზე. ვკვეთავთ საშვილოსნოს ან მარტო მიომის კვანძს. ნიუ ჰოსპიტალსში ასევე ტარდება საშვილოსნოს არტერიების ემბოლიზაცია.

–შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს მიომის პრევენცია?
–რთულია პრევენციაზე საუბარი, ვინაიდან მისი გამომწვევი მიზეზები ასე ნათლად ცნობილი არ არის და მხოლოდ ვიცით, რომ გენეტიკური წინასწარგანწყობა არსებობს. პრევენციის ერთადერთი საუკეთესო გზაა ქალბატონებმა, რომლებმაც იციან რომ აქვთ წინასწარგანწყობა გენეტიკური, ანუ მიომა აქვს დედას, დეიდას, დას, ბებიას – აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ გინეკოლოგიური შემოწმება. პროფილაქტიკური გინეკოლოგიური გასინჯვები არის ყველაზე კარგი პრევენცია ბევრი გინეკოლოგიური პათოლოგიის.

რამდენიმე რეკომენდაცია მინდა მივცე ქალბატონებს, რომლებსაც აქვთ საშვილოსნოს ლეიომიომა – სოლარიუმი ან მზეზე გარუჯვა ხელს უწყობს მიომის კვანძის აქტიურ ზრდას. ნუ მიიღებთ თვითნებურად გაურკვეველი წარმოშობის ბიოდანამატებს – ესეც რისკ–ფაქტორია. აკონტროლეთ სისხლში D ვიტამინის დონე.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved