• რეკლამა
  • კონტაქტი
01:26, ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის ვიზიტი სტრასბურგში

ალია ავტორი - ალია
20:54 06-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით კარგი საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის მიზნით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფებოდნენ. სწავლება სახელწოდებით „არჩევნების მოდერნიზება, გამოწვევები და სამომავლო გეგმები“ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ორგანიზებით გაიმართა.

სამუშაო შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების უფროსმა ლირი კოპაჩი-დი-მიკელმა, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა და საგარეო ურთიერთობათა დირექტორატის დირექტორის მოადგილე კრისტიან ურსემ და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნეს.

ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ევროპულიინსტიტუციის წარმომადგენლებმა საქართველოს ცესკოს წარმომადგენლებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაუზიარეს გამოცდილება, როგორიცაა:ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგისა და არჩევნებზე დაკვირვების პროცედურები, ინფორმაციის დაცულობა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არჩევნებში, სიძულვილის ენის გავლენა არჩევნებზე და სხვაარაერთი მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხი.შეხვედრებს მოდერაციას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპარლამენტო და საარჩევნო თანამშრომლობის განყოფილების საარჩევნო პროგრამის კოორდინატორი ფრენკ დეშლერიუწევდა.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრების ფარგლებში გაიმართა საინტერესო დისკუსიები. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით.

ორდღიანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებს 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე და იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ადმინისტრაცია აღნიშნული არჩევნების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების ჩასატარებლად   ახორციელებს. ამასთან, ცესკოს თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მრავალწლიანი თანამშრომლობისა და საქმიანობების მხარდაჭერისთვის, რომელიც ორიენტირებულია როგორც ინსტიტუციის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ასევე ქვეყანაში საარჩევნო პროცესების განვითარებაზე.

სამუშაო შეხვედრებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მათ შორის – ცესკოს მდივანი და სწავლების ცენტრის დირექტორი, ცესკოს სპიკერი, საარჩევნო პროცესების მართვის, საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების, სტრატეგიული კომუნიკაციების, იურიდიული და საფინანსო დეპარტამენტების წარმომადგენლები.

სასწავლო ვიზიტი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

(R)

თეგები: ცესკო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის

16:28 09-29-2026
PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
ახალი ამბები

PSP საქართველოში 2026 მონაცემებითაც სააფთიაქო ბაზრის ლიდერია

15:50 09-29-2026
სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:43 09-29-2026
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ახალი ამბები

შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო

17:51 09-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved