• რეკლამა
  • კონტაქტი
21:25, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო პორტალი განახლდა

ალია ავტორი - ალია
15:58 06-04-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
162

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას და მდგრად განვითარებას. აღნიშნული მიზნების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი აქვთ მოქალაქეთა ენერგეტიკულ გაერთიანებებს და ერთობლივ ქმედებებს, რაც ადგილობრივ თემებს აძლევს საშუალებას გაერთიანდნენ, აკონტროლონ საკუთარი ენერგეტიკული საჭიროებები და ასევე იზრუნონ გარემოზე.

ენერგეტიკული გაერთიანებები მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეთ ელექტროენერგიის გენერაციის საკუთარი წყარო საკუთარი სარგებლობის მიზნით, ასევე დაზოგონ და დააგროვონ ელექტროენერგია ან/და მიაწოდონ ქსელს და საკუთარი მოთხოვნის მოქნილობა შესთავაზონ ბაზარს. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელთა ჯგუფს ასევე აქვს შესაძლებლობა მოახდინოს ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაცია და მიიღოს დამატებითი ფინანსური სარგებელი.

„სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“- პაკეტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ენერგეტიკულ სექტორში ერთობლივი და მოქალაქეებზე ორიენტირებული ენერგეტიკული ქმედებების მხარდაჭერა და სტიმულირება ენერგეტიკული გაერთიანებების სახით. საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ კანონმდებლობა ამ ეტაპზე არ არის ჰარმონიზებული ევროპულ კანონმდებლობასთან. საქართველოს, როგორც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეს, ვალდებულება აქვს, უახლოეს მომავალში მოახდინოს აღნიშნული კანონმდებლობის ჰარმონიზება. თუმცა აღსანიშნავია, რომ საქართველოში წარმატებით  ფუნქციონირებს ნეტო-აღრიცხვის პროგრამა, მათ შორის ვირტუალური ნეტო-აღრიცხვა.

ამჟამად აღნიშნული პროგრამა არის ერთობლივი ქმედებების ერთადერთი ინიციატივა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში, რომელიც მოიცავს საბოლოო მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფს. თუმცა ევროპული რეგულაციების დანერგვა ენერგეტიკული გაერთიანებებისათვის საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს, გახდნენ აქტიური მომხმარებლები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საქართველოში ერთობლივი ქმედებების/ენერგეტიკული გაერთიანებების დანერგვის მხარდაჭერა და პოპულარიზება, ასევე მოსახლეობის ახალი ცოდნითა და შესაძლებლობებით აღჭურვა. ამ კუთხით, საქართველოში 2021 წლიდან მიმდინარეობს პროექტი SHAREs, რომლის მიზანიცაა ენერგეტიკული გაერთიანებების პრაქტიკული მაგალითების დანერგვა და ევროპული გამოცდილების გადმოტანა. ამასთან ერთად, SHAREs პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინფორმაციო პორტალი საქათველოში ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ – www.energy4all.ge აღნიშნულ პორტალზე განთავსებულია ტექნიკური, იურიდიული, ფინანსური, საკანონმდებლო- მარეგულირებელი ინფორმაცია, აგრეთვე გზამკვლევები და დამხმარე მასალებები, რომელიც დაეხმარება ყველა დაინტერებულ პირს ენერგეტიკული გაერთიანებების ჩამოყალიბების პროცესში.

აღნიშნულ პლატფორმაზე ნებისმიერ ადამიანს შესაძლებლობა აქვს დეტალურად გაეცნოს უშუალოდ ენერგეტიკული გაერთიანების ჩამოყალიბების კონცეფციას და მიიღოს ამომწურავი პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელიც მას ექნება. საინფორმაციო პორტალზე ასევე შესაძლებელი ნებისმიერი დაინტერესებული პირი გაეცნოს ამ მიმართულებით არსებულ კანონმდებლობას, დაფინანსების მოძიების სხვადასხვა გზებს და მოქალაქეებთა საკონუმიკაციო და დამხმარე მასალებს. https://energy4all.ge.

(R)

 

თეგები: სემეკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

“შავი ლომის” მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება – თიბისი

17:55 09-23-2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
ახალი ამბები

სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ

15:03 09-23-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება

14:30 09-23-2026
კომპანიის რეგისტრაცია
ახალი ამბები

კომპანიის რეგისტრაცია საქართველოში – რა უნდა იცოდეთ იურიდიული მისამართის შესახებ

14:22 09-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved