• რეკლამა
  • კონტაქტი
08:53, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შეიტყაპუნეს მანდატები… ზუგდიდის საკრებულოში ძნელი გასარჩევია ვინ ქოცია და ვინ ნეოქოცი” – ანა წითლიძე

ალია ავტორი - ალია
19:23 05-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,945

დეპუტატი, ანა წითლიძე:

ზუგდიდის საკრებულო დიდი ხანია არ გამოხატავს ზუგდიდელების ინტერესებს. ზუგდიდმა ხმა მისცა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და არა დღეს არსებულ რეალობას. შესაბამისად ჩვენი ინტერესი მაგ საკრებულოში ნულია.
ინტერესი დაკარგა მას შემდეგ, რაც ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობას, ციხეში მჯდომი დევნილი პრეზიდენტის ფრაქციას სახელი გადაარქვეს და ამის გაპროტესტების გამო ფრაქციის და პარტიის წევრი დაკო არქანია მოხსნეს. ზუსტად ისე შეიტყაპუნეს მანდატები როგორც 2016 წელს იმათ ვისაც თავად ეძახდნენ მოღალატეებს.
ზუგდიდის საკრებულომ ვერც ერთხელ ვერ შეასრულად თავისი ოპოზიციური საკრებულოს ფუნქცია – ყოფილიყო რეალური ზედამხედველი მერიის საქმიანობის. ხელფასების ზრდა, შტატების ხელოვნური დამატება, დათო შენგელიას ბეტონის ქარხნისთვის ხმის მიცემა, ააიპიების საქმიანობის დადებითად შეფასებები, არც ერთი სიტყვა ან ბრიფინგი კორუფციის ჭაობზე, ტენდერებზე, პირდაპირ შესყიდვებზე – ზუგდიდში არსებულ უმძიმეს კორუფციულ ამბებზე, მდუმარე დეპუტატები.
ბოლოს ბიუჯეტი მომატებული ხელფასებით ქოცებთან ერთად დაამტკიცეს.
შეადარეთ 2014/2017 – 2017/2020 ზუგდიდის საკრებულოს ოპოზიცია, აქტიურობა და დასკვნები თვითონ გააკეთეთ.
ზუგდიდის საკრებულოში ძნელი გასარჩევია ვინ ქოცია და ვინ ნეოქოცი ან ვინ სულაც კონფორმიზმით შეპყრობილი საკუთარ სკამზე მოტირალი.
ნაციონალური მოძრაობის რვა წევრი დიდი ხანია ბოიკოტშია საკრებულოში. არ ვაპირებთ ბოიკოტის დარღვევას და რამე ტიპის მასკარადში მონაწილეობის მიღებას. საკუთარი ხელფასების და სკამების შიშით შეპყრობილებმა ყველაფერი იფიქრეს და მოიგონეს მაგრამ დღეს კიდევ ერთხელ გახდა ცხადი რაც ხდება.
როდესაც ქვეყანა იქცევა, უმძიმესი გამოწვევების წინაშე ვდგავართ პარალელურად კი გააფთრებული ბრძოლაა საკუთარი სკამების, ხელფასების და თანამდებობის გამო – ძალიან სევდიანი საყურებელია ეს ყველაფერი იმ საკრებულოსგან რომელსაც წესით ყველაზე დიდი დისკომფორტი უნდა შეექმნა ქოცებისთვის – კივილით და შენი მოსმული წყლის შესხმით ან შეფურთხებით კი არა – საქმიანად, მაღალი კომპეტენციით და სიმართლით.
ამიტომ თქვენ მანდ დარჩით სკამებზე და საკუთარი თავებისთვის მომატებულ ხელფასებთან ერთად, ჩვენ ხალხში ვიქნებით როგორც აქამდე.
იმედია ვისაც აბრალებდით გარიგებას იმ ხალხს საჯაროდ მოუხდით ბოდიშს.
დანარჩენს ჩემი საყვარელი ზუგდიდელები როგორც აქამდე და ყოველთვის არჩევნებზე შეაფასებენ და გადაწყვეტენ.
#არარრუსულრეჟიმს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved