• რეკლამა
  • კონტაქტი
20:29, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რუსთაველის ფონდს თავზე “ლაფი” დაასხა – რუსთაველის ფონდის თანამშრომელი დირექტორზე

ალია ავტორი - ალია
17:19 05-31-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,211

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსი რუსუდან ჯობავა, ფონდის დირექტორის, თეიმურაზ დოჭვირის მიერ გაკეთებულ პროსახელისუფლებო და გერმანიის ელჩის მიმართ “იმპერატიული ტონით” გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და წერს:

“რომ არ დავწერო არ შემიძლია…ბევრჯერ დავიწყე პოსტის წერა და მერე წავშალე. დღემდე ძალიან ვღელავ. ახლა გადავწყვიტე. გადავწყვიტე იმიტომ, რომ როდესაც რაღაცა საქმის პასუხისმგებელი ხარ და ამ საქმის განვითარებაში შემაფერხებელი მომენტი დგება, ვთვლი, რომ იქ ხმა უნდა ამოიღო და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ქვეყნის ღირსებას და ამასთან, თავმოყვარეობას ეხება.

ოთხი წელია შოთა რუსთაველის ფონდში ვმუშაობ და მის საერთაშორისო ურთიერთობებს ვხელმძღვანელობ.არ იცით როგორ ველოლიავებით და ვუფრთხილდებით, რომ არც თუ ისე დიდი ბიუჯეტის ფარგლებში ჩვენს სამეცნიერო წრეებს საშუალება ჰქონდეთ უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლების. ამ ურთიერთობების მოფრთხილებას, ბიუჯეტის გარდა, ურთიერთობების მაღალი კულტურა და დიპლომატია სჭირდება.

რუსთაველის ფონდის დირექტორმა გუშინწინ რუსთაველი-DAAD ის დაჯილდოებაზე დაარღვია ყველანაირი საერთაშორისო ურთიერთობების ეთიკა და რუსთაველის ფონდს თავზე “ლაფი” დაასხა. ხაზი გადაუსვა ყველანაირ პროტოკოლურ ჩარჩოს და გერმანიის ელჩს, იმ ქვეყნის რომელიც შენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორია, იმპერატიული ტონით საქმის გარჩევა დაუწყო, მითითებაც მისცა- თარჯიმანი გამოცვალეო. გავრცელებული კადრები ამ სირცხვილის სიმძაფრეს სრულად ვერ ასახავს. მინდოდა რომ მიწა გამოსკდომოდა და ჩავვარდნილიყავი…

ბოდიშის მოხდა მომიწია ელჩთან და DAAD -ის ოფისთან. საზეიმო განწყობა სტრესულ განწყობად გადააქცია, მასპინძელი უნივერსიტეტის რექტორი უკიდურეს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, იქ შეკრებილები დაზაფრა და დაჯილდოების ბოლო ნაწილი ჩაშალა. ჩაშალა.

აღარაფერს ვამბობ საკუთარი თავის ტაშის კვრის მომენტზე, რამაც საზოგადოება შოკში ჩააგდო…

რატომ გავბედე და დავწერე? იმიტომ რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების განვითარების პასუხისმგებლობა ჩემს სამსახურზე მოდის, იმიტომ რომ 11 წლის საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში მსგავსი მდაბიო და სამარცხვინო საქციელი საჯარო მოხელის მხრიდან მე არ მინახავს!!!! საჯარო სამსახურში მუშაობა არ ნიშნავს პირში წყალი ჩაიგუბო და იჯდე უარესის მოლოდინში. და კიდევ, რატომაც, წინ მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეხვედრების ფარგლებში მსგავსი “მარგალიტების” ხილვა არ მსურს”

“სირცხვილი!” – რუსთაველის ფონდის ხელმძღვანელის მცდელობას, დაეცვა რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება და თავს დასხმოდა ელჩს, ხმაური მოჰყვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved