• რეკლამა
  • კონტაქტი
17:15, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა თანხას ხარჯავს “ოცნება” საპროტესტო აქციებისთვის პოლიციელების მობილიზებაში?

ალია ავტორი - ალია
22:07 05-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
699

რა თანხას ხარჯავს “ქართული ოცნება”  საპროტესტო აქციებისთვის პოლიციელების მობილიზებაში – “რადიო თავისუფლების” კვლევის თანახმად, 2024 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მოყვანილი სამართალდამცველების ლანჩისთვის 15 დღეში ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა.

“რადიო თავისუფლების” მიერ გავრცელებულ ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სამინისტრომ თითოეულ დღეს 200-იდან 9-ათასამდე პოლიციელი გამოკვება.

ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსული კანონის რეინიცირებამდე პოლიციელთა საკვების შესასყიდად  ტენდერი 10 დღით ადრე გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობას, მხოლოდ და მხოლოდ, შპს “ევროპული საცხობი” იღებს და  იურიდიული კომიტეტის სხდომის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მხარდაჭერის შემდეგ 150-ათასლარიან კონტრაქტს უფორმებს.

პირველი პარტია, ანუ ლანჩის 6 000 ნაკრები სამინისტრომ 17 აპრილს წაიყო, თუმცა როგორც “რადიო თავისუფლებამ” დაადგინა, “ევროპელ საცხობს” პოლიციელების მენიუში “კოკა-კოლა” ჰქონდა გათვალისწინებული, მაგრამ 17 აპრილს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით შს სამინისტრო “პეპსის” ყიდულობს.

როგორც “ევროპული საცხობის” წარმომადგენელი, მაკა ქიქოძე “რადიო თავისუფლებას” ეუბნება, ხელშეკრულების გაფორმების დღესვე, 15 აპრილს შსს-დან ოფიციალური იმეილი მიიღო, სადაც სამინისტრო სთხოვდა, “კოკა-კოლა” “პეპსით” ჩაენაცვლებინა.

ხელშეკრულებაში ცვლილება 19 აპრილს შედის და “კოკა-კოლა” “პეპსით” ოფიციალურად იცვლება. დოკუმენტების მიხედვით, გომელაურის უწყებას აქციებზე მყოფი სამართალდამცავებისთვის, ჯამურად, დაახლოებით, 85 ათასი “პეპსი” აქვს შეძენილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved