• რეკლამა
  • კონტაქტი
07:28, ორშაბათი, 19 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს

ალია ავტორი - ალია
14:24 05-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
209

საქართველოს ეროვნული პლატფორმა საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს საბოლოოდ წყვეტს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

 

„2009 წლის 7 მაისს, ევროკავშირმა აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანას თანამშრომლობის ახალი ფორმატი, აღმოსავლეთის პარტნიორობა შესთავაზა, რომლის მრავალი მიზნიდან ერთ-ერთი მთავარი მიზანი დემოკრატიისა და ეფექტიანი მმართველობის ხელშეწყობა იყო.

აღმოსავლეთის პარტნიორობა ხელს უწყობს 6 ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას. ზემოაღნიშნული ფორმატის ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებისათვის სამოქალაქო სექტორის ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ, ამიტომ საქართველოს ეროვნული პლატფორმა წლების განმავლობაში ხელს უწყობდა აღმოსავლეთის პარტნიორობის, როგორც მრავალმხრივი (ევროკავშირი –პარტნიორობაში მონაწილე ქვეყნები და ურთიერთობები თავად ამ ქვეყნებს შორის), ასევე, ორმხრივი (ევროკავშირი – საქართველო) პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობას. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, გასულ წელს, საქართველოს ეროვნული

პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში. საქართველოს ეროვნული პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელთაც აერთიანებს მთავარი, საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული მიზანი – საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაა.

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ანტი-ევროპული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაარეგისტრირა საქართველოს პარლამენტში ა.წ. 3 აპრილს, ეროვნულმა პლატფორმამ ზემოაღნიშნული მემორანდუმი 4 აპრილს შეაჩერა და მოუწოდა საქართველოს პარლამენტს გაეწვიათ ეს ინიციატივა. დაეწყოთ ღია, ინკლუზიური და სამოქალაქო სექტორის ფართო ჩართულობით ევროკომისიის მიერ გაცემულ 9 რეკომენდაციის შესრულებაზე მუშაობა, რათა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიწყოს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და საქართველო დაუახლოვდეს მის სანუკვარ მიზანს – ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას. პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს მცდელობა არ დაუკლიათ – ჩართულიყვნენ ,,უცხოური გავლენის“ კანონპროექტის შესახებ საგნობრივ მსჯელობაში, მათ შორის საკომიტეტო მოსმენების ფარგლებშიც, მაგრამ ამაოდ.

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა არ შეისმინა ქართული საზოგადოების უმრავლესობის მოთხოვნა, დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების რჩევა, გაეწვიათ რუსული კანონი. 14 მაისს მე-10 მოწვევის პარლამენტმა მე-3 მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც მიღებამდე განვითარებული ძალადობის, დაშინების, სტიგმატიზაციისა და განსხვავებული აზრის დევნა დააკანონა.

საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება! ჩვენ, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები, სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაზარალებულს, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარე მასშტაბური რეპრესიების, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა და მშვიდობიანი პროტესტით იცავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული პლატფორმა საბოლოოდ წყვეტს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს“-ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს ეროვნული პლატფორმაში 150-ზე მეტი ორგანიზაციაა გაერთიანებული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved