• რეკლამა
  • კონტაქტი
08:02, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“პატრიარქობამდე თქვენ იცით, აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი…” – რას იხსენებს ილია მეორე

ალია ავტორი - ალია
15:36 05-10-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას მიტროპოლიტობის პერიოდი გაიხსენა:

“პატრიარქობამდე თქვენ იცით, აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი. უდაბნოში, აფხაზეთის უდაბნოში ცხოვრობდა ორი მონაზონი, იქ ბევრი ცხოვრობდა, მაგრამ ესენი ერთად იყვნენ.

მე მიამბობდნენ – კოჭლობით დათვი მოდის ჩვენსკენო, შევედით კელიაში, შეგვეშინდაო, მოვიდა და გვაჩვენებს ფეხსო, თურმე პატარა რკინა შერჭობია და ვერ იღებსო.

ჩვენ პატარაზე გავაღეთ კარი და გაზით ამოვიღეთ ეს ლურსმანიო.

წავიდაო და ერთი ორი საათის შემდეგ მოაქვს სიმინდის ფუჩეჩი, გლეხების ბოსტონში გადასულა, მოუკრიფავს და მოუტანა ამ მონაზვნებს.

ასე დამეგობრდნენ ეს დათვი და მონაზვნები. ძირითადად ბერძნები ცხოვრობდნენ იქ. ერთმა ბერძენმა მოკლა, არ იცოდა ალბათ, რომ ის მოშინაურებული იყო.

საოცარი ცხოვრება ჰქონდათ ამ ბერებს უდაბნოში.

ერთი მონაზონი იყო, დედა ნატალია. მე ვეკითხები, რომ დედა ნატალია, როგორ ხარ? მე ვარ დედოფალიო, უდაბნოს დედოფალიო.

აი, ამაზე ბევრი მიფიქრია და მინდა, რომ თქვენც იფიქროთ, რა არის მიზანი ადამიანის ცხოვრებისა, როდის არის ადამიანი კმაყოფილი, ბედნიერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved