• რეკლამა
  • კონტაქტი
09:44, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვინც ამბობს, რომ ორივე სისტემა თანაბრად ბოროტი იყო, უბრალოდ ვერ საზღვრავს მთავარს…“

ალია ავტორი - ალია
13:42 05-09-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჰიტლერის გეგმაში შედიოდა გაენადგურებინა “ტილებივით გამრავლებული დაბალი რასები”(WiE DIE WENCE VERMEHRTE NIEDE RASSEN)
ცხადია, ამ განსაზღვრებაში ქართველებიც იყვნენ მოქცეულები.
სწორედ საბჭოთა არმიამ გადატეხა წელში ეს ბოროტების მანქანა.
ვინც ამბობს, რომ ორივე სისტემა თანაბრად ბოროტი იყო, უბრალოდ ვერ საზღვრავს მთავარს-საბჭოთა სისტემა ერების ფიზიკურ განადგურებას მიზნად არ ისახავდა, ხოლო ნაციზმის გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენ უბრალოდ გაგვჟლეტდნენ სხვა, ასეთივე “არაარიულ” ხალხებთან ერთად.
ამიტომ, როდესაც შეურაცხყოფენ და თავს ესხმიან 9 მაისის მონაწილე ვეტერანებს და სხვისას უწოდებენ მეორე მსოფლიო ომს, ეს ადამიანები გაუცნობიერებლად საკუთარ დაბადებას და არსებობას აპროტესტებენ.
პრინციპში, შეიძლება მართლებიც იყვნენ, რახან ასე დარწმუნებულები არიან, რომ არ უნდა გაჩენილიყვნენ ამქვეყნად.
ზემოთმოყვანილი სტატუსის შემდეგ აღმოვაჩინე,რომ რასობრივ თეორიას უამრავი მომხრე ჰყოლია საქართველოში. თანაც რაღაც საოცარი მენტალური ინფანტილიზმის წყალობით ქართველთა ნაწილი მიიჩნევს,რომ გერმანელი რასისტები ქართველებს აუცილებლად შეიყვანდნენ “არიელთა” ელიტურ კლუბში.
შემდეგ ჩვენსავით “არიელ” გერმანელებთან ერთად სხვა ხალხებს დავიმონებდით,ურჩებს გავაქრობდით და ვიცხოვრებდით ბედნიერად ‘ათასწლოვან რაიხში”.
კიდევ უფრო გასართობი ისაა, რომ ამ სასაცილო დიხოტომიური ავადმყოფობით შეპყრობილ ადამიანებს სერიოზულად ჰგონიათ, რომ თუ ნაცისტური გერმანია უფრო დიდ ბოროტებად მიგაჩნია, ვიდრე საბჭოთა კავშირი, ე.ი. კომუნისტი ხარ.
ან თუ ამბობ,ვრომ თურქეთი და ირანი უფრო მეტად მიუღებელი არჩევანი იყო, ვიდრე რუსეთი, ე.ი. რუსოფილი ხარ.
თუ ნაცები არ გიყვარს, ე.ი. ოცნების ფანი ხარ.
და ა.შ.
ამ ” ან ეს, ან-ის”- დიხოტომიური აშლილობით უამრავი ადამიანია აგრესიულად დაპროგრამებული და მათ თავისი სახელი უნდა დაერქვას.
ჩემი აზრით, მათ მდგომარეობას კარგად გამოხატავს ახალი სიტყვა-“ან-ან-ისტი”.
ხოლო მოვლენას “ან-ან-იზმი”.
P.S.
მსგავსება ბიბლიური ონანის ცოდვის აღმნიშვნელ სიტყვასთან შემთხვევითია.
პოსტი შარშანწინდელია, დავდე, ვინაიდან ან-ან–ისტების რიცხვი კვლავ მატულობს.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved