• რეკლამა
  • კონტაქტი
09:44, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„არ ვიცი, როგორ ითამაშებდა ამ როლს სპარტაკ ბაღაშვილი, მაგრამ დღეს ძნელია წარმოიდგინო სხვანაირი ჯარისკაცის მამა…“

ალია ავტორი - ალია
13:16 05-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
627

სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ფეისბუქის გვერდზე „გუჯა ბიძიას“ სახელითაა დარეგისტრირებული, წერილს აქვეყნებს:

„არ ვიცი, როგორ ითამაშებდა ამ როლს სპარტაკ ბაღაშვილი, მაგრამ ფაქტია, რეზო ჩხეიძემ თავისი გაიტანა და როლზე სერგო ზაქარიაძე დაამტკიცეს, და დღეს ძნელია წარმოიდგინო სხვანაირი ჯარისკაცის მამა. უბრალოდ შეუძლებელია..

საგრიმიოროში დავადექიო თავზე, იხსენებდა ჩხეიძე. გრიმს უკეთებდენო და ეტყობა არ მოსწონდაო რაღაც, და მე არც მომაქცია სალამზე ყურადღებაო. არც მაშინ გამომხედაო, რომ ვუთხარი, ბატონო სერგო, სცენარი მოგიტანეთო.
და ავდექიო მეც, და უნებართვოდ, იქავე დავიწყეო ამბავის მოყოლა.
მხოლოდ მაშინ ასწია თავი ზაქარიაძემ , როცა იმ ადგილამდე მივედი, ჰოსპიტალში რომ არ დახვდაო მახარაშვილს შვილი. მხოლოდ აქ ამომხედაო, დაინტერესებულმა.

და მერე რა ჰქნა შენმა მახარაშვილმაო, მკითხაო.

და გავაგრძელეო მეც, თუ როგორ მოხვდა კახელი გლეხი ომის წინა ხაზზე, როგორ დაატოვებინა თავი გენერალს ნაწილში, როგორ ომობდა და როგორ დაეძებდა მთელ ფრონტზე შვილს, დღეები, თვეები, წლები, და როგორ იპოვა ბერლინში, ნანგრევებში, როგორ იცნო ხმაზე, სიმღერაზე..

მერე? მერე რა მოხდაო? აქ სერგო უკვე ფეხზე წამოდგაო და მომიახლოვდაო, და გავაგრძელეო, და როცა მივედი იმ ადგილამდე , სადაც მამა უკვე ხელში ჩამკვდარ შვილს ეუბნება, დედაშენს რა ვუთხრაო, ბიჭო? პატარა ბავშვივით აუთამაშდაო სახე ზაქარიაძეს. ცრემლები მოაწვაო და ატირდაო , ზაქარიაძე. ტიროდაო ზაქარიაძე.

და მივხვდიო, ჩხეიძემ, რომ არ შევმცდარვარო და რომ მან, და მხოლოდ მან უნდა ითამაშოსო ეს როლი, და ვუთხარიო კიდეც სათქმელი და მეო? ჩამეკითხაო ზაქარიაძე. წუთით გაჩუმდაო და რო გაიაზრა კიდევ ერთხელ ყველაფერი გრიმი გვერდით გადადო და კვლავ ტირილი დაიწყოო და ავტირდიო მეც..

ამ ცრემლებიდან დაიწყო ყველაფერი. მის შემდეგ 56 წელი გავიდა და ამ წლების განმავლობაში მილიონობით, სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ფილმის ნახვისას ზუსტად ისევე იქცეოდა , როგორც იმ დღეს ის ორი დიდი ნიჭის, უზარმაზარი ნიჭის მქონე ქართველი.

ქართველი, ხო, შენი სისხლი და ხორცი.

შეძლო ეს ქართველმა, მილიონების სულის შერყევა, მაშინ, და შეუძლია დღესაც, და სად არიანო, მერე?

არიან, კი არიან, მაგრამ განა მათზე ვლაპარაკობთ?

აქ არც მინდა ვახსენო იმ ნაგვების სახელები ვისზე საუბარს გვაძალებენ დღეს ტელევიზიებით.

არადა, მართლა არიან დღესაც კარგებიც, დიდებიც, ნიჭიერებიც, არიან..
და უფრო ბევრნი რომ იყვნენ, უბრალოდ, ასეთებზე ბევრი უნდა ვისაუბროთ. უბრალოდ, ბევრმა უნდა ვისაუბროთ.

აი, ასე, უბრალოდ.
..
წერილებიდან ” დრამატული დრამატურგია.”
გუჯა ბიძია.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved