• რეკლამა
  • კონტაქტი
18:30, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მივმართავ სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირებს და მათ, ვინც სხვადასხვა სოციალურ სერვისებს იღებთ” – თეონა ჭალიძე

ალია ავტორი - ალია
17:42 04-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
394
სტრატეგია აღმაშენებლის პოლიტსაბჭოს წევრი, სოციალური მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ჭალიძე: 
მე, როცა 2014 წელს ისნის რაიონის გამგეობიდან, სამსახურიდან უკანონოდ გამიშვეს. არ მქონდა ადვოკატის დაქირავების არანაირი საშუალება. სწორედ მაშინ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და მათი იურისტი ანზორ ხატიაშვილი დამიდგა გვერდით და ის საქმე 4 წლის შემდეგ სამივე ინსტანციის სასამართლოში მოვუგეთ ქართული ოცნების ხელისუფლებას. რომ არა ეს შესაძლებლობა მე სამართალს ვერ მივაღწევდი.
ახლა მივმართავ იმ ადამიანებს, ვისაც პირველ რიგში შეეხება რუსული კანონის შედეგები სოციალურ ჭრილში. ვიცი რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირები და ის ადამიანები ვინც სხვადასხვა სოციალურ სერვისებს იღებთ სახელმწიფოსგან განსაკუთრებით დიდი წნეხის ქვეშ ხართ, თქვენ შეიძლება იძულებულს გხდიან რომ მიიღოთ მონაწილეობა 29 აპრილს დაგეგმილ სამთავრობო აქციაში, მაგრამ ეცადეთ გაუწიოთ წინააღმდეგობა და არ დადგეთ ქვეყნის მოღალატეების გვერდით. საქართველოში მილიონ ორასი ათასი ადამიანია სოციალური პროგრამების ერთიან ბაზაში, რაც იმას ნიშნავს რომ ამდენი ადამიანის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და პირველ რიგში რუსული კანონის შედეგემი მძიმედ სწორედ მათზე აისახება სოციალურ ჭრილში.
გთხოვთ, გაიხსენეთ რამდენჯერ ყოფილხართ ისეთ სიტუაციაში როცა დაგჭირდათ სამართლებრივი დახმარება, იურიდიული კონსულტაცია, სასამართლოში წარმომადგენლობა. გაიხსენეთ თქვენთვის უფასოდ რამდენი სერვისი მიგიღიათ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რამდენ თქვენგანს დახმარებია სხვადასხვა საერთაშორისო დაფინანსებით განხორციელებული პროექტი ახალი პროფესიის შეძენასა თუ საკუთარი საქმის დაწყებაში.
გაიხსენეთ რამდენი ძალადობის მსხვერპლი ქალისა თუ ბავშვის იმედი და რეალური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობა ყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციები.
გაიხსენეთ რამდენ თქვენგანს ან თქვენგანის შვილს მიუღია სხვადასხვა სასწავლო პროექტსა და ტრენინგში მონაწილეობა, რასაც საკუთარი რესურსით ვერ შეძლებდით.
გაიხსენეთ თქვენი კეთილდღეობისთვის რამდენ პრობლემურ საკითხზე ადვოკატირება გაუწევიათ ამ ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს.
ეს გაკეთებული საქმეები და სტატისტიკური მონაცემები მრავლისმთქმელია და ნათლად წარმოაჩენს ვინ მტერია და ვინ მოყვარე. ამ ყველაფრის გარეშე უნდათ რომ დაგვტოვონ და მაშინ როცა ჩვენ დაგვჩაგრავენ, ჩვენში თქვენც გგულისხმობთ და საკუთარ თავსაც, არავინ აღარ იქნება ამ ქვეყანაში ვინც ჩვენს უფლებებს დაიცავს და უსამართლობას წინაღმდეგობას გაუწევს. ვერავინ ვეღარ გააშუქებს მედიაში ჩვენს გასაჭირს და შესაბამისად ხალხსაც ვერ მივაწვდენთ ხმას. სავალალო იქნება რუსული კანონის შედეგები სოციალურ ჭრილში. ამიტომ თითოეული თქვენგანის პოზიცია გადამწყვეტია.
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: 2 ადამიანი და ტექსტი
თეგები: თეონა ჭალიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved