• რეკლამა
  • კონტაქტი
09:01, შაბათი, 1 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეს უბრალოდ ტყუილი და სისულელეც არაა, ეს არის მავნებლური ტყუილი” – დავით ზურაბიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:58 04-25-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
326
პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მუშაობს სახელისუფლო პროპაგანდა, შევარჩიე ჩემი აზრით ასეთი პროპაგანდის ერთი ტიპიური ნიმუში.
ბრჭყალებში მომყავს ციტატა ნიმუშიდან. ავტორისგან ნებართვა არ ამიღია, მაგრამ საქმის კურსში ჩავაყენე, რომ მის ნააზრეევს გამოვიყენებდი.
რატომ მივიჩნიე ეს სტატუსი საყურადღებოდ? იმიტომ, რომ მსგავს მოსაზრებებს ძალიან ხშირად ვაწყდები შედარებით ზომიერ ქოცებში. თუ ვივარაუდებთ, რომ ასეთები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ალტინფოიდი ფაშისტები (და ეს ასეა), მაშინ ვფიქრობ მოყვანილი ნიმუში საინტერესოა იმდენად, რამდენადაც ხშირად შეიძლება მოგვიწიოს კამათი მსგავსი შეხედულების მქონე ადამიანთან.
კერძოდ, ავტორი წერს, რომ
“დასავლეთი ფაქტობრივად, უკვე ღიად უჭერს მხარს ნაციონალური მოძრაობის თაოსნობით ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლას სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური მედიების დახმარებითურთ. იქნებ ამ კანონის მიღებით უნდა სწორედ ოცნებას – გამოკვეთოს თავისი ამომრჩეველი, რომელსაც ძალიანაც უნდა ევროპული მომავალი, მაგრამ არ უნდა ისეთი ევროპა, რომელიც ქართველ ხალხს ნაციონალებს დაასვამს თავზე, იმ ნაციონალებს, რომლის რეჟიმიც არასდროს გაუპროტესტებია დასავლეთს და რომლის არსიც კაცთმოძულეობა და რეპრესიებია… ხომ არ მზადდება მეორე ,,მაიდანი”, რათა უკვე დასავლეთის მხარდაჭერილი ნაცოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა განხორციელდეს და რუსეთის დასასუსტებლად აქ ომის გაჩაღების წინაპირობები შექმნან?”
მთელ ამ პასაჟში ჩაქსოვილია, რამდენიმე, თუ შეიძლება ასე ითქვას, მამალი ტყუილი
ტყუილი 1. დასავლეთი ღიად უჭერს მხარს ნაცმოძრაობის მობრუნებას ხელისუფლებაში
ეს არის სრული სისულელე და არ ეფუძნება აბსოლუტურად არანაირ მტკიცებულებას. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ დასავლეთი არასდროს არ უჭერს მხარს საქართველოში რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, რამეში ხომ უნდა გამოიხატებოდეს ეს მხარდაჭერა? სააკაშვილის გათავისუფლებაც კი არ მოუთხოვია ოფიციალურად არცერთ დასავლურ ქვეყანას, არც პოლიტპატიმრად გამოუცხადებია და არც კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობად დაუყენებია. ნაცების მოსვლა რომ ნდომებოდათ ხელისუფლებაში, როგორმე მისი ლიდერის გათავისუფლებაზეც იტყოდნენ ორიოდ სიტყვას (ცალკეული ევროპარლამენტარების და პოლიტიკოსების გამონათქვამები არ ითვლება). ერთადერთი რასაც დასავლეთი ითხოვდა და ითხოვს, არის სახელმწიფოს მხრიდან პატიმრისთვის ნორმალური პირობების უზრუნველყოფა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, რაც სავსებით სამართლიანი მოთხოვნაა. უბრალოდ დასავლეთის “ნაცობის” საბუთად გამოიყენება ივანიშვილის ხელისუფლების კრიტიკა. რახან, აკრიტიკებ ოცნებას, ესე იგი ნაცი ხარ!
ტყუილი 2. დასავლეთს არასდროს გაუკრიტიკებია ნაცების რეჟიმი.
ეს უბრალოდ ტყუილი და სისულელეც არაა. ეს არის მავნებლური ტყუილი, რადგან აქ არის მცდელობა დასავლეთი წარმოაჩინონ რეპრესიების მხარდამჭერად, სინამდვილეში, რომ არა დასავლეთი, 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლება არ შეიცვლებოდა და სენატორებმა რიშმა და შაჰინმა, რომლებიც მაშინ თბილისში იმყოფებოდნენ, ძალიან დიდი როლი ითამაშეს იმაში, რომ სააკაშვილმა აღიარა დამარცხება. ეს სხვათა შორის იცის ყველამ, ვინც მაშინ ოცნების შტაბში იყო და ბუნებრივია იცის თავად ბიძინა ივანიშვილმაც.
სააკაშვილის ხელისუფლებას ნამდვილად დიდი მხარდაჭერა ჰქონდა დასავლეთისგან 2007 წლის ნოემბრამდე, მაგრამ მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში ასეთი მხარდაჭერა უკვე აღარ იყო. მეტიც, ფრიდომ ჰაუსის, ჟურნალ “ეკონომისტის” და დავოსის ფორუმის რეიტინგებში საქართველოში დემოკრატიის ხარისხი საკმაოდ დაბალი ნიშნით იყო შეფასებული, იმდენად დაბალით, რომ ქართული ოცნების მაჩვენებელი, რომელიც ამ მხრივ ათი წელია იკლებს, ჯერ ვერ ჩამოვიდა ნაცების მაჩვენებლამდე.
და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცოტა სასაცილოა და მწირი ინტელექტის ნიშანია იმის სერიოზული დაშვება, რომ ამერიკა თავგამოდებით ჩალიჩობს აქ ნაცების მოყვანაზე ხელისუფლებაში უკვე რამდენიმე წელია და ამას ვერ ახერხებს ბიძინას ბრძნული პოლიტიკის და მამუკა მდინარაძის, ირაკლი კობახიძის და ირაკლი ღარიბაშვილის გმირული წინააღმდეგობის გამო.
ტყუილი 3. ნაცოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა დასავლეთს ჭირდება აქ ომის გასაჩაღებლად და რუსეთის დასასუსტებლად.
კიდევ ერთი მავნებლური სისულელე. თუ ვინმეს არ აწყობს საქართველოში ომი, ეს პირველ რიგში სწორედ დასავლეთია, რადგან საქართველო უკრაინა არ არის და აქ იმდენად უთანასწოროა სამხედრო ძალების თანაფარდობა, რომ რუსეთის არმიას არ გაუჭირდება სწრაფად მოახდინოს მთელი ქვეყნის ოკუპაცია. მით უმეტეს, რომ სულ რაღაც ორმოც კოლომეტრშია მისი ჯარი თბილისიდან. რანაირად შეიძლება ასეთი სცენარი აწყობდეს დასავლეთს? თუ ადამიანი არ ხარ სრული დებილი ან შუბლისძარღვგაწყვეტილი უსინდისო, ცხადია ვერ იტყვი რომ აწყობს.
მოკლედ რომ შევაჯამო, ქოცური პროპაგანდის ეს ტიპიური ნიმუში ეყრდნობა სამ თეზისს
ა) დასავლეთი მხარს უჭერს ნაცების მობრუნებას ხელისუფლებაში
ბ) დასავლეთს იმიტომ უნდა ნაცები, რომ ქვეყანა ჩააბას ომში და ამით დაასუსტოს რუსეთი
გ) ამის გამო ერჩის დასავლეთი ოცნებას, მაშინ როცა ნაცების მმართველობა არასოდეს გაუკრიტიკებია.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სამივე ეს თეზისი არის სუფთა ტყუილი და ვფიქრობ ჩვენ არ უნდა დავიზაროთ მათი მხილება სადაც კი ხელის მიგვიწვდება. ნუ ვიტყვით რომ ამას აზრი არა აქვს. აზრი არა აქვს ფაშისტოიდ ქოცებთან კამათს, რომელთაც დასავლეთი იდეის დონეზე არ უნდათ და გაპიდარასტების შიში აქვთ. მათთან ლაპარაკი ნამდვილად ამაო გარჯაა, მაგრამ იმ ხალხს, ვინც ასეთი ფაშისტი არ არის, მაგრამ მაინც აყოლილია ხელისუფლების პროპაგანდას, პირიქით, რაც შეიძლება ბევრი უნდა ველაპარაკოთ, რადგან აქ ჩვენ გვიპირისპირდება სიცრუე და ტყუილები, ჩვენს მხარეს კი არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელსაც სიმართლე ჰქვია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved