• რეკლამა
  • კონტაქტი
16:53, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რუსეთი – ჩინეთის ვასალი” – რუსეთის 5 პოტენციურუ მომავალი – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:35 04-22-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
250

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

ჟურნალ Foreign Affair-ში გამოქვეყნებულ სტატიაში, ერთ-ერთი მოწინავე მკვლევარი სტივენ კოტკინი რუსეთის ხუთ პოტენციურ მომავალს ვარაუდობს:

1. საფრანგეთის მსგავს ძალად ჩამოყალიბება – ყოფილი იმპერია, იმპერიული მოგონებებით, გარკვეული მემკვიდრეობით, ხანაც ნოსტალგიით, მაგრამ დღეს რაციონალურ ძალად გარდაქმნილი, რომელიც მეზობლებს საფრთხეს არ უქმნის და ცდილობს სხვაგვარი მიზიდულობის ცენტრი გახდეს. თუმცა კოტკინი ამ სცენარის განხორციელების სირთულეს რუსეთის დემოკრატიულობის ტრადიციის არარსებობასა და კლანებში ხედავს, მაშინ, როდესაც საფრანგეთში რევოლუციებსა და ავტოკრატიებს შორის დემოკრატიული ტრადიციები არსებობდა.

2. რუსეთის იზოლაცია / ჩასანგრება – რუსეთში ნაციონალისტები თავიანთი ხაზის გატარებას, რუსეთის შიდა განვითარებასა და გაძლიერებას შეეცდებიან. დამოუკიდებელ, ძლიერ, თვითკმარ სახელმწიფოდ გარდაქმნა იქნება მათი მთავარი ხაზი. მაგრამ კოტკინი ამ ვერსიის პრობლემას იმაში ხედავს, რომ რუსეთს ინტელექტუალური რესურსი ტვინების გადინების ფონზე ძალიან შემცირებული აქვს, ხოლო შობადობა კიდევ უფრო შემცირებულია. დღეისათვის რუსეთში მხოლოდ 80 მილიონი ადამიანი შრომისუნარიანი. 2006 წელს 90 მილიონი იყო ასეთი. წარუმატებელი ომისა და დიდი მსხვერპლის ფონზე, რომლის უმრავლესობაც ახალგაზრდა მამაკაცებზე მოდის, კიდევ უფრო მცირდება რუსეთის მოსახლეობა და პოტენციური შობადობა. სანქციების ფონზე კი ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება ძალიან რთული წარმოსადგენია.

3. რუსეთის როგორც ჩინეთის ვასალი – 1980-ნი წლებიდან მოყოლებული დინამიკა იცვლება, თუკი ჩინეთი იყო რუსეთზე დამოკიდებული წარმოებით, რესურსების მიწოდებითა და იარაღით, ახლა პირიქით, რუსეთი ხდება ჩინეთსა და ჩინეთის მოკავშირეებზე დამოკიდებული. ჩინეთმა რუსეთს ყველა ასპექტში გადაუსწრო და გვერდზე გადაწევასაც ახერხებს, მათ შორის ისეთ სფეროში, როგორიც ენერგოინდუსტრიაა. ამ ფონზე, დასავლეთს ჩამოშორებული რუსეთი კიდევ უფრო გახდება ჩინეთზე დამოკიდებული, რომელსაც მდინარე ამურზე ძალიან დიდი პრეტენზიები აქვს და თანდათან კიდევ და კიდევ უფრო მომთხოვნი ხდება რუსეთთან მიმართებით.

4. რუსეთი, როგორც ჩრდილოეთ კორეა – რუსეთი ჩაკეტილ, ტოტალიტარულ ძალად გარდაიქმნება, რომელიც ორიენტირებული გახდება ჩინეთთან ურთიერთობაზე. რუსეთი კვლავ დაემუქრება სხვადასხვა ქვეყანას, შეიძლება ჩინეთსაც არ დაემორჩილოს ყოველთვის, მაგრამ საერთაშორისო არენაზე მოწყვეტილი იქნება დასავლეთს და მოდერნიზაციას. ამ სცენარის პრობლემად კოტკინი მემკვიდრეობის პრობლემას ხედავს – ჩრდილოეთ კორეის სტაბილურობა კიმების დინასტიაშია, რუსეთს კი მსგავსი რამ არ აქვს.

5. რუსეთი ქაოსში ჩაეფლობა – რუსეთი ისედაც კლანების მმართველობაა, მაგრამ ამ კლანებს დამოუკიდებლად ერთ ძალასთან აქვთ კავშირი – კრემლთან. თუკი ეს ერთი ძალა დასუსტდება ან ვეღარ შეძლებს კლანების კონტროლს, მაშინ შიდა ქაოსი დაიწყება. ამასთან, არც ისაა გამორიცხული რომ სამხედროებსა და უშიშროებას შორის დაიწყოს ომი. ძალაუფლების ვერ გადანაწილებამ კი გადატრიალებებს დაუდოს სათავე. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სცენარის განხორციელებისას რუსეთის კატასტროფული დაშლის ალბათობა და მასობრივ ომებში გახვევა სრულიად შესაძლებელი ხდება.

მთავარი საინტერესო რამ ამ სტატიაში ერთი დასკვნაა – რუსეთს დასავლეთისა და მოდერნიზაციის გარეშე მომავალი არ აქვს და ან ჩინეთზე უნდა იყოს დამოკიდებული ან ტოტალიტარულ იზოლაციად გარდაქმნილ ჩამორჩენილ ძალად ქცეული. რა ფორმითაც არ უნდა დასრულდეს ომი, რუსეთი მიყრუებულ მხარედ ჩამოყალიბდება.

იმ ფონზე, რომ ამ დღეებში აშშ და დასავლეთი უკრაინას დიდი რაოდენობით დახმარებას დაამტკიცებს და ახალ სანქციებს დააანონსებს აღნიშნული სტატია საკმაოდ საინტერესოა გასაცნობად.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved