• რეკლამა
  • კონტაქტი
12:54, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

დაუშვებენ თუ არა აბიტურიენტს გამოცდაზე, თუ მას ტემპერატურა დაუფიქსირდება – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ალია ავტორი - ალია
12:49 05-08-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

რა მოხდება მაშინ თუ აბურიენტს მისაღებ გამოცდებზე ტემპერატურა დაუფიქსირდება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, აცხადებს, რომ იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თერმოსკრინინგით ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შესაძლოა, სპეციალური კაბინები მოეწყოს.

მისივე განმარტებით, ამ კუთხით, პირველი და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა კვლავ დისტანცირებაა.

„ახლაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად, ვამზადებთ იმ მოთხოვნებს, რაც უნდა დაკმაყოფილდეს ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის.

აქ არის რამდენიმე კრიტიკული პირობა, რაც უნდა დაკმაყოფილდეს. პირველი ისევ და ისევ რჩება დისტანცირება.

დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. სულ მცირე მაგიდების დაშორება უნდა მოხდეს 1,5 – 2 მეტრით.

ასევე გამოვიყენებთ თერმოსკრინინგს. იმაზეც არის საუბარი, რომ ოდნავ ტემპერატურის მატების შემთხვევაში რამდენად იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც შესაძლოა, ემოციურ ფონზე დაუფიქსირდეს ტემპერატურის მატება.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია.

სწორედ ახლა ყველაზე რთული გადაწყვეტა იქნება უსაფრთხო ვენტილაცია იმ გარემოში, სადაც აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას.

ბუნებრივი ვენტილაცია არის ყველაზე საიმედო საშუალება, თუმცა, სიცხიდან გამომდინარე შეიძლება ეს ვერ მოხერხდეს. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved