• რეკლამა
  • კონტაქტი
18:45, პარასკევი, 22 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რა წერამ აგიტანათ? რა ეშმასეული ძალა გაიძულებთ?” – ნაირა გელაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:15 04-17-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277
მწერალი, ნაირა გელაშვილი:
საქართველოს ხელისუფლებას
ბატონებო და ქალბატონებო,
შარშან, 7 მარტს, ამავე პროექტის განხილვის დროს, როცა სამოქალაქო ამბოხმა და სამართალდამცველებთან დაპირისპირებამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, როცა დაშავდა ათეულობით ახალგაზრდა და ასევე, პოლიციელი, როცა მთელი ქვეყანა ზანზარებდა და ისედაც დაყოფილ საზოგადოებრივ სხეულს ახალი ნაპრალი უჩნდებოდა, – თავი ვალდებულად ჩავთვალე, თქვენთვის მომემართა თხოვნით, გადაგედოთ პროექტის განხილვა და გაგეგრძელებინათ მასზე მშვიდი მუშაობა საზოგადოების სხვადასხვა წრეების, პირველ რიგში, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
და აი, თქვენ მიერ წარმოდგენილი ახლანდელი პროექტი ისევ სამოქალაქო საზოგადოების, პირველ რიგში, ახალგაზრდობის ჯანყის მიზეზად იქცა.
ისევ ვხედავთ ორმხრივი ზიზღისა და აგრესიის ამოფრქვევას, დაშავებულ მომიტინგეებსა და პოლიციელებს, ხავილსა და წივილ-კივილს, ნერვების გადაწყვეტამდე მისულ მოსახლეობას: მშობლებსა თუ შვილებს, შინ დარჩენილებსა თუ ემიგრანტებს.
რა დაგემართათ, ბატონებო? რა წერამ აგიტანათ?
განსხვავებით წინა, მართლა კანიბალური ხელისუფლებისაგან, თქვენი უმეტესობა პიროვნულად არ გამოირჩევა სისასტიკით და არაადამიანურობით. მაშ რა ეშმასეული ძალა გაიძულებთ, ისევ და ისევ სახეში შეახეთქოთ საზოგადოებას ეს კანონპროექტი, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავს დიდი და პატარა?
და არა მხოლოდ იმიტომ, რომ საფრთხე ემუქრება ხელისუფლების მიერ უმუშევრად მიგდებული საზოგადოების ძალიან დიდი სეგმენტის ფინანსურ შემოსავალს, რასაც ქვეყანა უცხოეთიდან იღებს.
არა! მხოლოდ ამიტომ არა!
ჩვენ ყველანაირი გამჭვირვალობის მომხრენი ვართ!
ისეთები, რომლებიც დიდძალ ფულს იმიტომ იღებენ, რომ სამშობლოს ინტერესებს ზიანი მიაყენონ, – უმცირესობაა და თქვენ ისინი აქამდე შეგეძლოთ და უნდა გემხილებინათ, არა ვერბალურად, არამედ – სამართლებრივად.
ნუთუ ასეთი ძნელი გასაგებია, რომ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ უკიდურეს უსამართლობასა და უპატივცემულობას, რასაც თქვენი ე.წ. გამჭვირვალობის კანონი ავლენს მოქალაქეთა და ორგანიზაციათა მიმართ.
ბატონებო და ქალბატონებო, ნუთუ ასეთი ძნელი გასაგებია, რომ „აგენტი“ იქნება, თუ „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორივე სამშობლოს მოღალატეს ნიშნავს?
ნუთუ ეს დავიმსახურეთ ათწლეულების მანძილზე გაწეული თავდაუზოგავი შრომის საზღაურად, როცა ჩაბნელებულ და გაყინულ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც ხელისუფლების არსებობა არ იგრძნობოდა, საკვები და ტანსაცმელი, წიგნები და სათამაშოები, სპექტაკლები და ფილმები, ნუგეში და სიხარული ჩაგვქონდა? უფასო გაზეთებს რომ გამოვცემდით, სასწავლებლებს, საზაფხულო სკოლებსა თუ სამდიცინო დახმარების პუნქტებს რომ ვხსნიდით და ვხსნით? და ამ ყველაფერს ჩვენი დასავლელი მეგობრების წყალობით რომ ვაკეთებდით და ვაკეთებთ?
ამ ბრალდებით თქვენ ორმაგ დანაშაულს ჩადიხართ ჩვენს მიმართ: მორალურს და იურდიულს.
მორალურს, იმიტომ, რომ სრულიად უგრძნობლად ლახავთ ადამიანის პატივსა და ღირსებას. სამწუხაროდ, აშკარად ჩანს, რომ ეს ცნებები საერთოდ არ მნიშვნელობს თქვენს ცნობიერებაში, რაც ავადხსენებულ წარსულ გვახსენებს.
იურიდიულს, იმიტომ, რომ არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმციას.
ამიტომ მოგიწოდებთ:
სამუდამოდ დაანებოთ თავი მაგ უღირს ტერმინებს: „აგენტსა“ და „ უცხო ძალის ინტერესების გამტარებელს“ , რადგან ჩვენი მხრიდან ჩივილის შემთხვევაში თქვენ ძალიან რთულ სიტუაციაში ამოყოფთ თავს და უმეტეს საქმეებს წააგებთ. უნდა დარჩეს უბრალოდ „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაცია“.
აგრეთვე, გთხოვთ, გააუქმოთ მე -8 მუხლის ბ პუნქტი, რის თანახმადაც ყველას, ვისაც მოეპრიანება, შეუძლია იუსტიციის სამინისტროსთან დააბეზღოს ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია. ესეც პირდაპირ მოგვაგონებს 37 წლის დაბეზღებებისა და დასმენების პრაქტიკას და ნამდვილად არ ეკადრება ჩვენს ტანჯვით მოპოვებულ დემოკრატიულ წარმოდგენებს.
(თუმცა, მეც ვიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ითქვა, რომ ყველანაირი გამჭვირვალობის მიღწევა არსებული კანონმდებლობის ცვლილებითაც შეიძლებოდა.)
გთხოვთ, დროზე მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებას გაუჩენს სამართლიანობის განცდას. არაფერი დგას ამ განცდით მოგვრილ სიმშვიდესა და სიხარულზე მაღლა.
ბოლოს და ბოლოს, ხომ შეიძლება, ერთხელ ყველამ – ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად გავიხაროთ ასეთი სიხარულით?
ნაირა გელაშვილი
17 აპრილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
ახალი ამბები

„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

14:38 08-22-2025
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა –  საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
ახალი ამბები

თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა – საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

14:26 08-22-2025
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე მომსახურების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს საქართველოში

17:54 08-21-2025
შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი
ახალი ამბები

შენ არასდროს ივლი მარტო – გიორგი მამარდაშვილი x თიბისი

15:14 08-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved