• რეკლამა
  • კონტაქტი
09:51, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მერიის მაღალჩინოსანი რუსული კანონის წინააღმდეგ – “ყველაფრის წამრთმევი კანონი”

ალია ავტორი - ალია
23:30 04-16-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,367

თბილისის მერის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანი გიგა სოფრომაძე:

„როდესაც კითხვას სვამთ, ამ კანონში რას ხედავთ რუსულსო, პასუხად რა მოლოდინი გაქვთ? რუსული ასოებით ან სიტყვებით უნდა ეწეროს ტექსტი, ღიად უნდა გამორიცხავდეს რუსეთზე გავრცელებას, თუ მაინც და მაინც რუსეთის დუმამ უნდა მიიღოს?

ის რომ:

  • ეს კანონი იქნება სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების იმაზე მეტი კონტროლის შესაძლებლობა, ვიდრე ის მიღებულია დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში,
  • პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს უცხო ძალებად, ხოლო მათ მიერ მხარდაჭერილ საქმიანობას აგენტურულად და მტრულად რაცხავს,
  • ამ კანონის მიღებით ვკარგავთ იმ ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებთანაც ურთიერთობა კონსტიტუციაში გვიწერია და რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ხარისხიანი განათლება, ჯანდაცვა, სოციალურ – ეკონომიკური და ფიზიკური უსაფრთხოება, რა არის თუ არა მტრის – რუსეთის სასიკეთო საქმის კეთება?

ჩემს მეგობრებს, რომლებიც ათეულობით წელია საქართველოში, ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერით იცავენ ადამიანის უფლებებს, ქმნიან ადაპტირებულ გარემოს და სხვადასხვა განმავითარებელ სერვისებს, ვინმე რატომ უნდა ეძახდეს აგენტს? ან ჩემი წარსული ნამუშევარი რატომ უნდა იყოს აგენტურულად მოხსენიებული?

ამ კანონს მე- 2, მე- 6 და მე- 9 მუხლი კი არ აქვს რუსული, მისი ამ ფორმით მიღების იდეაა მტრული საქმე.. მის მიღებას ერთი მხარდამჭერიც რომ არ ყავს, ეს ხომ ნიშნავს რომ რაღაც ცუდი იდეაა? და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დაზიანებული, დაყოფილი და დასუსტებული საქართველო, ხომ რუსეთია?

გამჭვირვალობას რაც შეეხება, მეც ვმუშაობდი არასამთავრობოში და ყველა გრანტი, რომელსაც ვიღებდი, მერიცხებოდა ეროვნული ბანკის გავლით. ყველა დაქირავებულ პირსა და შესყიდვაზე ყოველ თვე დეტალურ დეკლარაციას ვუგზავნიდი შემოსავლების სამსახურს.. წლის ბოლოს ვგზავნიდი წლიურ დეკლარაციას.. ამას აკეთებს ყველა იურიდიული პირი, მნიშვნელობა არ აქვს ის არასამთავრობოა თუ სურსათის მაღაზია.. მისი მიზანი კი სწორედ შავი ფულის და დამალული გადასახადების გამოვლენაა და თუ ამაში ხარვეზი გვაქვს, არ ჯობია არსებული კანონი დავხვეწოთ, ვიდრე რაღაც არაფრის მომცემი, მაგრამ ყველაფრის წამრთმევი კანონი მივიღოთ?“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved