• რეკლამა
  • კონტაქტი
21:31, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მეხალისება, აქციებზე დგომა? ახლობლებს რომ მიჭერენ? დათვის ტყვიებს რომ ვითვლით სხეულზე?”– ყალაბეგაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:02 04-11-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178
გამომცემლობა “კალმოსანის” დამფუძნებელი, ხვიჩა ყალაბეგაშვილი:
თქვენი საქმე აკეთეთო… მე ვფიქრობ, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა და ახალგაზრდებისთვის უკეთესი პერსპექტივის არსებობა ჩემი საქმეა… პარალელურად, ხომ საგამომცემლო საქმიანობას ვეწევი და ამ საქმეში არსებობს დათქმები ვადებთან დაკავშირებით… ასეთ რთულ პერიოდებში, ასეთ სიგიჟეებზე მიწევს ფიქრი – რომელიმე აქციაზე რომ დამაკავონ, ან რამე დამიშავონ, ვინ მიიყავს საქმეს ბოლომდე, რომელის პირობაც მაქვს მიცემული…
ჰოდა, გამომცემელი რუსი გავრილოვის და რუსული კანონის გამო ქუჩაში, რომ არ უნდა იდგეს, ეს ვისი საქმეა?
მეხალისება, ამ ხელისუფლებამ მეგობრები რომ დამაკარგვინა, აი, გუშინ რომ ბიძინას, კალაძეს დასცინოდნენ და მერე იყიდა ბიძინას ტელევიზიამ და ვეღარ მნახულობენ, სირცხვილის გამო? მეხალისება, ენერგიას და ემოციას პოლიტიკას რომ ვაწყევტავ და თუ იდიოტი არ ხარ ვერ დისტანცირდები მისგან, რადგან ყველაფერში პოლიტიკაა, ამ ქვეყანაში? მეხალისeბა, ავტორებს რომლებსაც წლები გადავყევი, პირდაპირ რომ მეუბნებიან დაკაბადონებული ფაილი იმიტომ დავბეჭდე სხვაგან და იმიტომ გამოგართვი მოტყუებით, სპონსორმა ამიკრძალა შენთან თანამშრომლობაო? მეხალისება, მეგობრებს სამინისტროს მიერ დაფინანსებული წიგნების ბეჭდვაზე უარს რომ ვეუბნები? მეხალისება, მთელი ეს წლები აქციებზე დგომა? მეხალისება, ახლობლებს რომ მიჭერენ? მეხალისება, ჩემს ძმაკაცებს, მეგობრებს, დარბევების მერე რომ ვეძებ სად არიან და თან მათ ატირებულ ოჯახის წევრებს ვპასუხობ, რომ ჯერ არ მიპოვია და მერე დათვის ტყვიებს ვითვლით სხეულზე? ეს და ბევრი რამე არ მეხალისება…
საერთოდაც, მძულს ყველა პარტია, ყველა პოლიტიკოსი, ყველა ვერშემდგარი მედროვე, რომელმაც პოლიტიკას შეფარა თავი… მძულს მათთან ერთად ქუჩაში დგომა და ღირებულებებისთვის ბრძოლა, მაგრამ ისინი პერიოდულად სიმართლის მხარეს დგანან, პირადი მიზნებისთვის, სიტუაციურად, საკუთარი გათველბისთვის, მაგარმ ოპოზიციის პოზიციიდან სიმართლის მხარეს (სანამ გახელისფლდებიან)…
ჰოდა, თავისუფლება, ღირსებისთვის ბრძოლა, ბავშვების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა თუ არ არის ვინმეს საქმე, რა ჯანდაბად უნდა: ან სპორტი, ან თეატრი, ან კინო, ან ლიტერატურა…
სადაც შიათ, სადაც თავისუფლება არ არსებობს, სადაც ახალგაზრდებს მომავალი არ აქვთ და სპორტით, ან ხელოვნებით იღებენ სიამოვნებას, ასეთ ხალხს ძალიან დიდი ერორი აქვს ცნობიერებაში და მომავალი არ აქვს…
უამრავი უდიდესი ცივილიზაცია იყო, ჩვენზე ასჯერ მრავალრიცხოვანი, უდიდესი კულტურით და მიღწევებით და გაქრნენ, აღარ არსებობენ… რატომ? იმიტომ რომ იქ ხალხმა დაიწყო ფიქრი, რომ რაღაცები მათი საქმე არ იყო… რატომ მოუწია ერეკლე მეორეს რუსეთთან შეთანხმება? იმიტომ რომ ქართველთა უმეტესობამ ჩათვალა რომ რაც ხდებოდა მისი საქმე არ იყო. რატომ დავკარგეთ დამოუკიდებლობა? იმიტომ რომ მთელმა ერმა ჩათვალა, რომ საზღვართან მომდგარი წითელი არმია, მხოლოდ მარო მაყაშვილის საქმე იყო…
ახლა რაც ქვეყანას სჭირს, სწორედ რომ ყველას საქმეა და თუ ვინმე ასე არ თვლის ან იდიოტია, ან პარაზიტი, რომელიც საკუთარ ქვეყანას სწოვას რესურსებს, რომ საკუთარი შვილები ასაზრდოოს და მათი სახით მონები გაუზარდოს მომავალ მოძალადე, მომხვეჭველ, უსინდისო ხელისუფლებებს…

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved