• რეკლამა
  • კონტაქტი
23:44, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბაირამო სუფრა ქობულეთში – ”სამარიფეთო” კერძები – ზურაბ ბაუჟაძე

ალია ავტორი - ალია
14:22 04-11-2024
- ახალი ამბები, გურმანი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
362
ჟურნალისტი, გიდი, ზურაბ ბაუჟაძე:
გასტრონომიული მრავალფეროვნება საქართველოში
”საბაირამო სუფრა”
საბაირამო სუფრა ქობულეთში ყოველთვის მდიდარი იყო და ხშირად იგი საახალწლო სუფრასაც კი ეჯიბრებოდა, რადგანაც ამ დროს ოჯახს ბევრი და საპატიო სტუმარი ეწვეოდა.
მისი მენიუ ძირითადად ტრადიციული იყო და მეტწილად ”სამარიფეთო” კერძებს მოიაზრებდა.
უპირველესი იყო ბრინჯიანი ქათამი, რომელიც ნასუქი ქათმისაგან, ნიგოზისაგან, ბრინჯისაგან და სანელებლებისაგან მზადდებოდა.
ბაირამის სუფრის უმთავრესი ატრიბუტი იყო “ხელვა” ან “შექელამა”.
ხელვა ჭადის მინდი ფქვილისგან, ახალი კარაქისაგან და შაქრისგან მზადდებოდა, შექელამა კი ბრინჯის სამტკიცში გატარებული ფქვილის, კარაქისა და შაქრისგან.
ფხალეულებისაგან ძირითადად თხილით ან ნიგვზით შეზავებული კეჟერა ფხალის დამჟავებული ყვავილები (უგემრიელესი რამაა) ან პრასი.
ჭადი? იგი აუცილებელი ატრიბუტი იყო და დიდ “გოგორა” ჭადებს აცხობდნენ. ადრე ქვის კეცებზე (ქობულეთში კეცი მხოლოდ ქვის იყო ცნობილი), მოგვიანებით კი თუჯის ტაფებზე.
კეჟერა ფხალის ყვითელი ყვავილები ქობულეთში ახლაც პოპულარულ პროდუქტად ითვლება და მას ორწლიანი კეჟერა გაზაფხულზე იკეთებს. გაშლამდე ამ ყვავილებს კრეფენ და ამწნილებენ. შემდეგ კი ჭრიან და ნიგვზით, დანაყილი ქინძ-ნიორით და სუნელებით “შეტატავენ” (შეაზავებენ). ამ კერძს ჭიჭვი ფხალი ეწოდება.
ჭიჭვი ქობულეთურ დიალექტში ლორთქო, ახალ ამონაყარს ჰქვია და სახელიც აქედან მოდის.
კეჟერა ფხალთან ერთად გაზაფხულზე ამწნილებენ პრასასაც. რომელსაც იგივე წესით ან შეაზავებდნენ ან კვერცხში და მჭადის ფქვილში ამოავლებდნენ და შეწვავდნენ, რის შემდეგაც მძაღეს დაასხამდნენ. ეს უკანასკნელი რეცეპტი დღეს უკვე ამოვარდნილია მენიუდან.
თუ ბაირამი ადრეულ გაზაფხულზე ემთხვეოდა სუფრაზე კვერცხში შემწვარი აპოხტიც იქნებოდა.
აპოხტი ქობულეთში მარილწყალში სამ დღეს დამბალ ნასუქ ქათამს ჰქვია, რომელსაც ბუხრის თავზე გაახმობდნენ და ზამთარსა და ადტე გაზაფხულზე მოიხმარდნენ. აპოხტის ნაჭრებს ჭადის გუნდაშიც მოაქცევდნენ და შეწვავდნენ. ასეთი ჭადი სასურველ ნუგბარად ითვლებოდა.
სუფრას ქობულეთური ბორანოც – კვერცხის, ყველის და ერბოს ნაზავი ამშვენებდა. მე 19 საუკუნის ბოლოს ბორანოს ნაკვერცხალზე შემწვარ და კანგაცლილ ბადრიჯანსაც უმატებდნენ. თუმცა, ეს დღეს ბორანოში ბადრიჯანი წარმოუდგენლად ითვლება. ერთ ძველ ქართულ კულინარიულ წიგნში კი ეს რეცეპტი შემორჩენილია.
ამას მოყვებოდა ”საღარმაკარინა” (აჩმა), ბლინები (ხორციანი სულთანურები), ფელამუში, ტათლი (ბაქლავა) და სხვა ტკბილეული.
სუფრაზე უხვად უნდა ყოფილიყო სხვადასხვა სახის კანფეტები და ხილი. ადრე მზადდებოდა ტკბილი სასმელი – ხარდალი და ”ბეთმეზი” (ყურძნის ან მსხლის წვენისაგან დადუღებული ბადაგი) თუმცა ეს სასმელი დღეს ხილის წვენმა, ლიმონათმა და კომპოტმა შეცვალა. თუმცა, ბეთმეზსს მსხლის წვენისაგან მთაში ზოგან დღესაც ადუღებენ.
დესერტებისაგან განსაკუთრებული ადგილი ეკავა მაჯუნს, რომელიც ბრინჯის, თაფლის, კარამელიზებული შაქრისა და შავი წიწაკის ნაზავს წარმოადგენდა. ეს ერთდროულად ტკბილი და ცხარე დესერტი განსაკუთრებული პიკანტურობით გამოირჩევა და მისი მომზადება დიდ დახელოვნებას მოითხოვს.
ეს მენიუ მოქმედებდა დაახლოებით ოცი ან ოცდაათი წლის წინ. უფრო ადრე, მაგალითად გასული საუკუნის 40 -იან წლებში სუფრას ამშვენებდა ქათმის შილაფლავიც ( ყაფლამა) ან ტკბილი ფლავიც (ქიშმიშითა და ხმელი ხილით).
ყურბან ბაირამზე ბევრი ოჯახი სამსხვერპლო ცხოველს კლავდა და ხორცს მეზობლებსა და ახლობლებს დაურიგებდა. ბაირამზე მოკითხული სამსხვერპლო ცხოველის ხორცით კი უმეტესად მოხრაკული მზადდებოდა. ხშირად კი იახნი.
იახნი ქობულეთლების ნომერ პირველი და ყველაზე პოპულარული კერძია დღესაც. იგი კოლხური სამზარეულოს “ხარჩოსებრთა ოჯახის” წარმომადგენელია და მისი მსგავსია მეგრული ხარჩოც, გურული დედლურიც და საცივიც.
იახნი ხორცით, ნიგვზით, ქინძით და სანელებლებით მზადდება.
თუ რამე გამომრჩა სხვებმა მიამატოს.
ფოტოზე გამოსახულია “შექელამა”. ბრინჯის ფქვილისაგან მომზადებული ტკბილეული.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved