• რეკლამა
  • კონტაქტი
23:28, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ივანიშვილს ბევრი ფული და ძალაუფლება აქვს, მაგრამ დამარცხებული კაცია” – სანაია

ალია ავტორი - ალია
18:32 04-09-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
167

ჟურნალისტი, ვახო სანაია:

ივანიშვილს 9 აპრილი სისულელედ მიაჩნია, რადგან ზოგადად თავისუფლებისთვის თავგანწირვა მიაჩნია სისულელედ.
დამთხვევაა თუ არა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ სიმბოლური ,,საჩუქარი” კი გამოუვიდა – რუსული კანონი 9 აპრილამდე ერთი დღით ადრე დაარეგისტრირა.
მან ვერ დამალა დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასადმი, თითქოს მართვის უნარები დაუწუნა, სინამდვილეში კი მისი სიტყვები სავსე იყო გაღიზიანებით – მიზეზი ისაა, რომ საძულველია ყველა, ვისაც იდეისთვის ბრძოლა შეუძლია, რადგან თავად არასდროს გაუკეთებია ეს. მერე მიხვდა, რომ უნდა შეეფუთა ეს ღია გაღიზიანება და საჯარო თვალთმაქცობა დაიწყო.
თავისუფლება მისთვის არ არის ფასეულობა, რადგან თავად არასდროს ყოფილა თავისუფალი.
სძულს ყველა, ვინც თავისუფალია.
მას არ სჯერა და არც სურს საქართველოს დამოუკიდებლობა. მხოლოდ პირად სამფლობელოდ წარმოუდგენია რუსეთის გავლენის ქვეშ.
ის ცინიკურია ამ ქვეყნის მიმართ. ფიქრობს, რომ მხოლოდ ფულის საკეთებლად და ძალაუფლებისთვის თუ გამოადგება.
მისთვის კოშმარია წარმატებული საქართველო, რადგან მთლიანად ეწინააღმდეგება მის რუსულ ბუნებას.
ის ემონება რუსეთს და კატასტროფულად ეშინია პუტინის. უნდა, რომ ყველა ასე იყოს. მას სძულს ყველა, ვინც პუტინს შეეწინააღმდეგა.
მას სძულს ზელენსკი მისი ვაჟკაცობის გამო, რადგან ვაჟკაცობაც სძულს. მას ერთი სული აქვს წააგოს უკრაინამ, რომ შემდეგ საქართველოს რუსეთისთვის ჩაბარება გონივრულ ნაბიჯად შერაცხოს.
რაც მეტად დამარცხებული, წარუმატებელი და ჭაობში ჩაფლული იქნება საქართველო, მით უფრო მყარად იგრძნობს თავს და დაუმტკიცებს ყველას, რომ ამ ქვეყანას სხვა არაფერი შეუძლია.
ის არა მხოლოდ ვასალია რუსეთის, არამედ რუსია მენტალურად.
ის საფრთხეს ხედავს თაობაში, რომელიც თვითორგანიზებით ვერეს ხეობას შეესია ხალხის დასახმარებლად.
მისთვის კოშმარია, როცა ვიღაც იდეისთვის იბრძვის და ფულზე არ იყიდება.
მისთვის გაუგებარია, რატომ არ არის ყველა მდინარაძე ან ზარქუა.
მას სძულს ახალგაზრდები, რომელთაც არწმუნებდა, რომ არ ღირს თავგანწირვა, რადგან კედელს ვერ გაანგრევენ.
ის შეცდა. ამიტომ კიდევ უფრო შესძულდა ახალგაზრდები, რომელთაც მას არ დაუჯერეს და შარშან რუსული კანონი არ გაატანინეს. ამიტომ მათი დასჯა გადაწყვიტა.
მას სძულს ხალხი, ვინც გავრილოვი აქედან გააგდო. ამიტომ პუტინის დასანახად თვალები დასთხარა.
მას სძულს განათლებული ადამიანები და მათი დისკრედიტაციითაა დაკავებული, რადგან მიაჩნია, რომ თავად უწიგნურმა მილიარდები იშოვა და რატომ უნდა იყვნენ საზოგადოებაში ვიღაცები, რომლებიც მასზე ჭკვიანებად და პატივსაცემ ადამიანებად მიიჩნევიან.
მას სძულს 26 მარტი, როცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ამიტომ ერთი სიტყვაც არ თქვა საჯაროდ. სულ სხვა რამეს ელოდა და აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია და წარმატება დარჩა მას, ვისაც ის ეკუთვნოდა – ხალხს. ზედმეტად ევროპული აქტი გამოდგა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.
მისთვის კოშმარია, როცა ქართველებს ერთმანეთი არ სძულთ.
მას ბევრი ფული და ძალაუფლება აქვს, მაგრამ დამარცხებული კაცია.
ეს კაცი მართავს დღეს საქართველოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved