• რეკლამა
  • კონტაქტი
17:56, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კობახიძის დიდი ჩა@მა და ივანიშვილის ვაჭრობა ევროკავშირთან – რას წერს მშვილდაძე

ალია ავტორი - ალია
17:18 04-05-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,894

პროდიუსერი, მიშა მშვილდაძე:

ბიძინა არის მენტალურად რუსი, უფრო სწორად – პოსტსავოკი.
მისი მოქმედების სტილი და მისი პერსონალური ლოგიკის ენა უნდა გაიშიფროს ამ პრიზმაში.
რუსული კანონის შემოტრიალება, ფინანსური გამჭვირვალობის ეგიდით, რომელიც ალოგიკურად, მაგრამ სარკისებურად იმეორებს მოსამართლეების ვეტინგს, ანუ მათი ქონების წარმომავლობის გამჭვირვალობაზე და კეთილსინდისიერებაზე შემოწმებას – ეს არის კლასიკური რუსული დიპლომატიური ერთმანეთთან დაუკავშირებელი საკითხების გადაბმის სტილი – შენ თუ შემიმოწმებ მოსამართლეებს, მე შეგიმოწმებ ენჯეოებს და მედიას – ამას ეუბნება ევროკავშირს ბიძინა.
მოსამართლეების დღევანდელი დემარშიც, ენჯეოებს თუ გამჭვირვალობა არ უნდათ, არც ჩვენ შევავსებთ ქონებრივ დეკლარაციებსო, კიდე ზედმეტი დასტურია ამისა, რომ ეს ორი საკითხია ერთმანეთზე გადაჯაჭვულია, უფრო სწორად, ბიძინა აჯაჭვავს – ახლა ბიძინა ევაჭრება ევროკავშირს – გააუქმეთ მოსამართლეების ვეტინგი და გავიტან უკან რუსულ კანონს – ეს არის გარიგება, რაც უნდა, რომ მიიღოს ევროპიდან ბიძომ – მომენტი კი შერჩეულია, სანამ უკრაინის ფრონტზე რუსეთს პოზიციები უკავია – ბიძო ხვდება, რომ იქ თუ გადატეხა დასავლეთმა, მერე აქ შანტაჟის პოზიციები აღარ ექნება თვითონ და სანამ აქვს საშუალება (მისი აზრით) მანამ ევაჭრება.
აშანტაჟებენ თუ არა მოსამართლეები – არ ვიცი, რამდენად ბედავენ ამას, მაგრამ ამის სურვილი ექნებათ მოსამართლეებს აუცილებლად.
ამიტომ არ იღებს ამ რუსულ კანონს ჩემი აზრით დაჩქარებული წესით ახლავე – მობილიზაციისა და რეზისტენციისთვის დროს გვაძლევს ამით საზოგადოებას, მაგრამ სავაჭრო დროს იგებს ამით – ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ისტორიულ პირველ მატჩებს ამთხვევს განხილვის თარიღს – რომ თუ ვერაფერი გამოივაჭრა და მიღება მოუხდა ამ კანონისა, ყველაზე გადაფარვად და პოლიტიკურად პასიურ პერიოდში მოუწიოს – თუ გამოივაჭრა მურუსიძის კლანი და რუსული კანონი მეორედაც უკან გამოიტანა, პატარა რეშაფლი დაჭირდება მთავრობაში, და ვფიქრობ, მაგაზეც არ იტყოდა ბიძო უარს, მას შემდეგ რაც მის ახალ პრემიერს ხალხმა პირდაპირ ეთერში უსტვინა – ეგ დიდი ჩაჯმა იყო სისტემის და პირადად კობახიძის, ბიძინას გადმოსახედიდან – მანდ მისვლას თუ აპირებდა, იქ აქტივი უნდა მიეყარათ იმდენი რომ ოვაციებით გადაეფარათ სტვენა.
ახლა ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ? – ჩვენ უნდა ვქნათ იგივე რაც შარშან მარტში, ოღონდ წელს ივნისში – ამით მოსამართლეების ვეტინგზე სისტემას დასავლეთთან სავაჭროს წავართმევთ და კლანის ნგრევა დაიწყება, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების თვალსაზრისით, იქნება უმნიშვნელოვანესი – 26 ოქტომბერს არჩევნებში იქნება გადამწყვეტი ამბავი, არჩევნებზე უნდა მივიდეთ აბსოლუტურად ყველა და მანდ დამთავრდება ბიძინა, რუსეთი და შახაბასის თარეშები??

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved