საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დღეს ავიარეისი ამსტერდამიდან შესრულდება. COVID 19-ის გავრცელების პირობებში დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ეს მესამე ჩარტერული რეისია ნიდერლანდებიდან.
მგზავრთა შორის არიან ონკოლოგიური პაციენტები, ფეხმძიმე ქალბატონები, სტუდენტები და მეზღვაურები. ასევე, ამ რეისით ისარგებლებენ ტრანზიტული მგზავრები ტაილანდიდან, ავსტრალიიდან, სუდანიდან, ინდონეზიიდან, ყატარიდან, ბელგიიდან, გერმანიიდან, პორტუგალიიდან, დანიიდან და საფრანგეთიდან.
კომენტარები