• რეკლამა
  • კონტაქტი
12:54, ორშაბათი, 8 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინელების მხარეზე იბრძვის,  სნაიპერია და დედას გვიტ@ნავს სუყველასო” – შუღლაძე

ალია ავტორი - ალია
00:42 04-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
224

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

ფეისბუკის მეხსიერება ისეთ ტექსტებს ამომიგდებს ხოლმე, რაც საერთოდ არ მახსოვს… თან მე თვითონაც მეცინება, თან მიკვირს, ეს რომ დავწერე. არადა, არც არის გასაკვირი. ზოგიერთს უცნაური ფინალი აქვს 🙂 აი, მაგალითად, ამას:

„ახალგაზრდა სტალინისტის წერილი უპოვიათ დედისადმი მიწერილი.

„დედა, შავ დღეში ვარ, დედა, გაუგებრობაში აღმოვჩნდი. იმ დღეს უცბად გავიაზრე, რომ სულ რაღაც 27 წლის ვარ, სტალინი თვალითაც არ მინახავს და ამ დროს გაგიჟებული ვარ მასზე, ვაფანატებ, გონებას, ვკარგავ, მის გამო შემიძლია ხალხი დავხვრიტო „დედა ენის“ ბაღში.

ამ ფიქრმა შემარყია, საშველად ძველი სტალინისტი მოვიდა, მითხრა, ეგრე ხალხს ელიზაბეტ ტეილორიც არ უნახავს, მაგრამ გიჟდებიანო. მე ვუპასუხე, ეგ საერთო ვინ არის-მეთქი? მერე ისიც გამახსენდა, ბერია რომ მიყვარს, და ვეღარ დავიძინე.

სტალინის მერე ბებერი მუმიების სასტავი წამოვიდა, კიდევ კარგი პუტინი გამოჩნდა, თორემ ჩერნენკოს და სუსლოვს რა შეიყვარებდა?

მაგრამ ახლა გამშიფრეს დედა, ძველი მეთოდები აღარ ჭრის. შენ ალბათ არ იცი, მაგრამ მე მეკუთვნის ის განთქმული ჯადოსნური ფრაზა: „ერთი რუსეთის დედა აქ მოვტ*ან და ამერიკის კიდევ იქ“ – რომელშიც მარტო ამერიკა იგულისხმება. ასევე მე შევუგდე ქართველ ხალხს ეს აზრი: „რუსეთი ჯერ ძველ ტექნიკას ხარჯავს, აწი ნახეთ რა დაიწყება“.

ახლაც ვერ ვხვდები, როგორ ჭრიდა აი ეს ცრუ წინადადება: „რუსეთს არცერთი ქალაქი არ გაუსწორებია მიწასთან, მაგრამ რომ მოუნდეს, ვერაფერი შეაჩერებს.“
ეს უაღრესად თესლური (ბოდიში დე) ფრაზაც მე მეკუთვნის: „რუსეთმა უკვე მიაღწია მიზანს“.

იმისათვის, რომ რუსეთის თვალში ჩემი პრესტიჟი ამემაღლებინა, რუსი ცოლის მოყვანა გადავწყვიტე. მაგრამ რუსეთის გენშტაბიდან მითითება მივიღე: ქართველი ქალი მოიყვანე და უფრო ღრმად გაიდგი ფესვებიო.
ჰოდა, მეც ქართველი ანგელოზი გოგო მოვიყვანე: ფითქინა, ნაზი, კოხტა, თხელი, მოკრძალებული… მართლა ძალიან შემიყვარდა, თავს ვევლებოდი, თმას ვუვარცხნიდი და სურნელოვან ყვავილებს ვჩუქნიდი…

მაგრამ ერთი თვის წინ ჩემი ძვირფასი ცოლი მოულოდნელად გაქრა. ყველგან ვეძებე, მაგრამ ვერ ვიპოვე…
გუშინ რუსეთის გენშტაბიდან მომწერეს, დედა, ცუდად არის საქმე, ვაიმე… „შენი ცოლი აღმოვაჩინეთ, ხარკოვთან იბრძვის, უკრაინელების მხარეზე, სნაიპერია და დედას გვიტ*ნავს სუყველასო.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
ახალი ამბები

სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა

12:26 06-08-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა

14:17 06-05-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში თანამედროვე კონცეფციის ბიზნესცენტრი M25 გაიხსნა

13:30 06-04-2026
პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე
ახალი ამბები

პარკეტის მოხვეწა – ხის იატაკის საფარის ახალი სიცოცხლე

12:55 06-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved