• რეკლამა
  • კონტაქტი
16:27, შაბათი, 19 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბერა ბრაზილიაში პირობების შესაქმნელად გაგზავნეს, იმ შემთხვევაში, თუ მამამისის ქონებას სანქციები დაემუქრება – Daily Mail-ის სტატია

ალია ავტორი - ალია
12:47 04-02-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
398

ბრიტანული ტაბლოიდი, Daily Mail “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა ამბობს, რომ ბერა ივანიშვილი, რომელიც პრო-პუტინისტი მამის მრავალმილიარდდოლარიანი ქონების მემკვიდრეა, ბრაზილიაში ამზადებს პირობებს იმ შემთხვევისთვის, თუ დასავლური სანქციები “ოცნების” დამფუძნებლის ქონებას დაემუქრება.

სტატიის მიხედვით, “ვარაუდობენ, რომ ბერა ბრაზილიაში გაგზავნეს მამის ბრძანებით, თავის დაზღვევისთვის”, იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილს პუტინის მხარდაჭერა ძვირად დაუჯდება და იძულებული გახდება გაიქცეს.

გამოცემა წერს, რომ ბრაზილიაში ბერა “შესაშური ცხოვრების წესით” ცხოვრობს, გარეულია იქაური ვარსკვლავების წრეში, მაღალი დონის საფეხბურთო მატჩებს ესწრება, მილიონი დოლარი შესწირა ტროპიკული ტყის გადარჩენას.

“მაგრამ უსაფრთხოების ექსპერტები დარწმუნდნენ, რომ ბრაზილიაში მისი რეალური მიზანი არის მამამისისთვის გაქცევის გზა მოამზადოს იმ შემთხვევაში, თუ მას დასჭირდება გაქცევა თავისი სიმდიდრით, თუ მისი ალიანსი პუტინთან ჩაიშლება”, –  წერს გამოცემა.

სტატიის მიხედვით, ივანიშვილი შიშობს, რომ მისი მილიარდები უსაფრთხოდ ვერ იქნება ევროპაში ან აზიაში და ამიტომ სურს ფულის ბრაზილიაში გადატანა გადაუდებელი შემთხვევისთვის.

გამოცემას წყარო ეუბნება: “აქამდე ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი სანქციებს რაღაცნაირად გაურბოდნენ, მაშინ როცა მსოფლიოში სხვა ოლიგარქებს, მათ შორის რომან აბრამოვიჩს, ქონება ჩამოართვეს.

მაგრამ ისმის კითხვები, დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში და მისი შვილის ბრაზილიაში გადასვლა შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი სტრატეგიის ნაწილი მათი აქტივების დასაცავად, თუ ისინი მომავალში აღმოჩნდებიან სამიზნე”.

წყაროს თქმითვე, ივანიშვილმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ დასავლეთი უფრო მოერიდება მის წინააღმდეგ მოქმედებას, თუ ის მაღალ თანამდებობას დაიკავებს მიმდინარე წლის ბოლოს დაგეგმილი არჩევნების შემდეგ და ეს მას კიდევ ხუთი წლით მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას.

სტატიაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი გლობალური სამხრეთის ქვეყნებს, როგორიცაა ბრაზილია, ყველაზე უსაფრთხო თავშესაფრად მიიჩნევს თავისი აქტივებისთვის – “წარსულში მან დიდი თანხა შესწირა ბრაზილიის ტყის აღდგენის ფონდს, რათა ქვეყანაში სახელი დაემკვიდრებინა”.

გამოცემა საუბრობს აშშ-ის მიერ სანქცირებული ფარცხალაძისა და ბერას შორის კავშირებზეც, “ოცნების” დამფუძნებლის შვილი ყოფილი გენპროკურორის შვილიშვილის ნათლიაა.

მთავარი არხი

თეგები: ბერა ივანიშვილიბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან ორი ჯილდო მიიღო

14:28 09-18-2026
ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა
ახალი ამბები

ბაზისბანკი ADB-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „საქართველოში ლიდერ პარტნიორ ბანკად“ დასახელდა

13:59 09-18-2026
მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი
ახალი ამბები

მართე გზავნილი შენი წესებით – მობაილბანკის ინოვაციური ფუნქციონალი – თიბისი

13:56 09-18-2026
ახალი ამბები

თიბისი Trump Tower Tbilisi-ს პროექტის პარტნიორია

16:46 09-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved